გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია გუშინ მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს. როგორც თორდიამ აღნიშნა, ყოფილ მთავარ პროკურორს კაფე ”ელ ცენტროში” შეხვდა, რა დროსაც ფარცხალაძე მის მიმართ აგრესიული იყო. გენერალური აუდიტორის ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის აგრესიამ ერთ-ერთმა საქმემ გამოიწვია, რომელშიც ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს. – შეხვედრის დროს აგრესიული ტონით მითხრა, რატომ ვაგროვებდი მასზე კომპრომატებს, ასევე როგორ ვაპირებდი ცხოვრების გაგრძელებას […]
კატეგორია: სამართალი
ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძემ სცემა
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას წუხელ თავს დაესხნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარს ლაშა თორდია სამსახურებრივ მოვალეობას უკავშირებს. „ლაშა თორდიას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავის დაცვასთან ერთად“, – აცხადებენ პრესსამსახურში. ამ დროის მონაცემებით, ლაშა თორდია კლინიკაში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება […]
ხულოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხანძარი ხულოში – სოფელ ვაშლოვანში მელაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დაზარალებულების თქმით, ხანძრის დროს საცხოვრებელ სახლში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ, თუმცა მათი გამოყვანა დროულად მოხერხდა. ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
ბუდაპეშტის ქუჩაზე მოხუცი მოკლეს, შემდეგ კი ხანძარი გააჩინეს – მკვლელობა გარდაცვლილის შვილიშვილსაც ბრალდება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. საქმე ეხება ბუდაპეშტის ქუჩის 3 ნომერში მომხდარ სასტიკ მკვლელობას. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი დაკავებული 77 წლის მოხუცის შვილიშვილია. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდებმა მკვლელობა ანგარების მიზნით ჩაიდინეს. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.კ. და 1997 წელს დაბადებული გ.გ. […]
„კვირიკაშვილთან ვიყავი მორიგებული” – საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ხელმძღვანელის სკანდალური განცხადება
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ხელმძღვანელი პირების სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა მერაბ ფერაძემ დაზარალებულები „ქართული ოცნებისა” და პროკურატურის მიერ მომზადებულ ხალხად მოიხსენია,მ რასაც დაზარალებულების უკმაყოფილება მოჰყვა. ფერაძემ პრემიერ-მინისტრთან გარიგებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დახმარებას დაჰპირდა, რის შემდეგაც ისინი დაზარალებულებს 3 წლის განმავლობაში თანხებს დაუბრუნებდნენ. – კვირიკაშვილთან ვიყავი მორიგებული. თუმცა, შემდეგ დამაკავეს, რომ მის […]
ოზურგეთში მამაკაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა
მკვლელობა მოხდა გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში. მეზობლებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურში გადაიზარდა და მკვლელობით დასრულდა. მეზობელმა 50 წლამდე მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. ფაქტი “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლითაა აღძრული, რას განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სოფელ ველისციხეში 40 წლის ქალი საკუთარ სახლში დაიწვა
უბედური შემთხვევა სოფელ ველისციხეში – ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 40 წლის ქალი დაიწვა, ცხედარი მეზობელმა აღმოაჩინა, მან გარდაცვლილის სახლიდან კვამლი შენიშნა. როგორც ცნობილია გარდაცვლილი ლოგინად იყო ჩავარდნილი და შემთხვევის დროს შინ მარტო იყო. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას 40 წლის ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის […]
სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე გიორგი ჩემია მოსამართლედ ვერ დაინიშნა
სანდრო გირგვლიანის საქმის ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემია მოსამართლედ ვერ დაინიშნა. ჩემიას მოსამართლეობა თბილისის სააპელაციო, საქალაქო და მცხეთის რაიონულ სასამართლოებში სურდა. მას კანდიდატურა ამ სამი სასამართლოს სხვადასხვა კოლეგიაში ჰქონდა წარდგენილი, თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ის რამდენჯერმე გადავიდა მეორე ტურში, თუმცა ხმების საკმარისი რაოდენობა, რაც შეადგენს საბჭოს წევრების ორ მესამედს, ანუ მინიმუმ 10 […]
მარიხუანის დათესვისთვის ზურაბ ჯაფარიძე 500 ლარით დააჯარიმეს
ახალი წლის ღამეს პარტია „გირჩის“ ოფისში მოქალაქეების მიერ მარიხუანას საჯაროდ დათესვის გამო ზურაბ ჯაფარიძე სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოიტანა. მარიხუანას საჯარო დათესვა „გირჩის“ აქციას წარმოადგენდა. „გირჩის“ მოთხოვნაა, გაუქმდეს ყოველგვარი სასჯელი (როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლისსამართლებრივი) ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო. ასევე, მოხდეს პირადი მოხმარების მიზნით კანაფის კულტივირებისა და შენახვის ლეგალიზება. ნიუპოსტი
ანა მარგველაშვილი: „მიხეილ თათარიშვილს 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს, ის უდანაშაულოა“
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ თათარიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს წინაშე მოწმის სახით პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი წარსდგა. მისი განცხადებით, მიხეილ თათარაშვილს 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს და იგი უდანაშაულოა. – ვერაფრით ვერ დაამტკიცებენ მის ბრალდებას. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ მისი უდანაშაულობა დავამტკიცოთ, – განაცხადა ანა მარგველაშვილმა, რომელიც პრეზიდენტის სიძის მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის საქმის განხილვაზე იმყოფებოდა. […]










