წალენჯიხის გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა ავარიაში მოყვა, დაღუპულია ერთი ადამიანი

წალენჯიხის გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა ავარიაში მოყვა, დაღუპულია ერთი ადამიანიწალენჯიხის გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში ავტოავარიაში მოყვა.

გიორგი ლუკავა, რომელიც საჭესთან იჯდა, საპირისპირო მხარეს მყოფ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

“თაიმერის” ინფორმაციით, გამგებლის მოადგილეს მიღებული აქვს დაზიანებები. ის რეანომობილით გადაიყვანეს ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოში.

ფაქტს “პირველთან” საუბარში ადასტურებს წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია, რომლისთვისაც მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

“პირველს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.