სასამართლო მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის ფაქტზე განხილვას იწყებს

სასამართლო მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის ფაქტზე განხილვას იწყებსთბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის ფაქტზე საქმის განხილვას იწყებს.
ოპოზიცია საკრებულოსგან მიღებული ქონების განკარგულების გაუქმებას და საქმის ხელახლა შესწავლას ითხოვს.

ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ დადგენილება თავის დროზე არაკანონიერი იყო და სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვთ.

– ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ითხვები, რომლებზეც პასუხი ვერ მივიღეთ. ძალიან კარგი იქნება თუ თბილისის საქალაქო სასამართლო სახეს შეინარჩუნებს, ღირსებას არ დაკარგავს ბოლომდე და მიიღებს იმ ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა მიიღოს, რომლის საფუძველზეც ნაზღაიძეს უნდა ჩამოერთვას ეს ქონება, – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრმა მარინა დათუკიშვილმა.

ნიუპოსტი