მუსიკოსი კოტე კანდელაკი იპოვეს – ის კლინიკაშია გადაყვანილი

მუსიკოსი კოტე კანდელაკი იპოვეს - ის კლინიკაშია გადაყვანილიმუსიკოსი კოტე კანდელაკი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კოტე კანდელაკი მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში, ნახეს.

ტვ პირველის ცნობით, კოტე კანდელაკი 4 იანვრის ღამეს გაუჩინარდა და ბოლოს მცხეთაში ნახეს. საქმეში ჩართული იყო პოლიციაც.

“გუშინდელი საღამოს მერე, ჩვენი მეგობარი კოტე კანდელაკი გაუჩინარდა. ვინმეს თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ იქნებ დაგვეხმაროთ მის პოვნაში!?” – წერდა სოციალურ ქსელში ალექსანდრე გაბუნია.