გლდანის ციხეში 5 პატიმარი მე-12 დღეა, შიმშილობს

გლდანის ციხეში 5 პატიმარი მე-12 დღეა, შიმშილობსპატიმრების პროტესტი  გლდანის ციხეში – უკვე 12 დღეა, 5 მსჯავრდებული  პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. ისინი ციხის ადინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში, ძალადობაში და ზეწოლაში ადანაშუალებენ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, პატიმრებზე ძალადობა მას შემდეგ დაიწყო,  რაც მათ პროკურატურამ წარდგენილი ბრალდება  ვერ დაუმტკიცა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოშიმშილე პატიმრები ამ დროისათვის  დეესკალაციის ოთახებში არიან გადაყვანილები.

პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატიც.

– ვინაიდან ისინი არიან უდანაშაულეობი და ბრალს ვერ უმტკიცებენ, პროკურატურამ ჩვენი აზრით, გადაწყვიტა, რომ მათი პროვოცირება მოხდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თანამშრომლების მხრიდან ხდება მათზე ზეწოლა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის გამოც მათ გადაწყვიტეს, რომ დაიწყონ შიმშილობა. მე-12 დღეა, რაც შიმშილობენ. არ ეწევათ საერთოდ სამედიცინო მომსახურეობა. ესენი არიან მხოლოდ და მხოლოდ წყალზე. წლის დალევის საშუალებასაც არ აძლევენ, – ამბობს უფლებადამცველი.

ტვ პირველი