ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი, რიგით მერვე ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ის ბოლო ადამიანია, რომელიც 26 მაისის ქუჩზე, კორპუსის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში იყო მოყოლილი. ჯამში, ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვის. ერთ-ერთი მათგანი, 35 წლის ქალი მაშველებმა გვიან ღამით ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების გამო, ის დილით კლინიკაში გარდაიცვალა. მძიმეა დაშავებული კაცის […]
კატეგორია: საზოგადოება
გომელაური: ნგრევის საფრთხე კიდევ არსებობს, ე.წ სინკარებია გადმოწეული
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ბათუმში, ნანგრევებში ნაპოვნია მე-9 ადამიანის ცხედარიც. შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები შეჩერდება, ვინაიდან, მისი ვარაუდით, დაკარგული აღარავინაა. მისივე თქმით, ნგრევის საფრთხე კიდევ არსებობს. “მშენებლები ვარაუდობენ, რომ შეიძლება კიდევ მოხდეს კორპუსის რაღაც ნაწილების ჩამოშლა… – იცით, რომ ე.წ სინკარები, ბეტონები არის გადმოწეული და სანამ არ შეიკრიბებიან მშენებლები, როგორ უნდა მოხდეს სინკარების ჩამოხსნა ან არჩამოხსნა, დაექვემდებარება დემონტაჟს თუ არა, ამას […]
მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვის და ახალგაზრდა ქალის ცხედრები ამოასვენეს
მაშველებმა ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი და ქალი ამოიყვანეს. მაშველებმა ორივე ცხედარი ერთი და იმავე ლოკაციიდან ამოიყვანეს. ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე გუშინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად 8 პირი გარდაიცვალა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. ორი გარდაცვლილის ცხედარი კი, მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს. რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს, […]
11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს. ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება […]
ეძებენ მოზარდს, რომელიც ნგრევის დროს ონლაინ გაკვეთილს ესწრებოდა
იმ 3 პირს შორის, რომლებსაც ნანგრევებში ამ წუთებამდე ეძებენ, ერთ-ერთი მოზარდია, რომელიც შემთხვევის დროს, სახლიდან ონლაინ გაკვეთილს ესწრებოდა. სამი ადამიანის ძებნის ოპერაციას მაშველები 24 საათია ფაქტობრივად შიშველი ხელებით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. კიდევ 3 დაკარგულის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია დღეს შს მინისტრისგან გახდა ცნობილი. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ […]
ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ინგა მეკეიძე გარდაიცვალა
ბათუმში, ნანგრვებიდან ერთ-ერთი პირველი ამოყვანილი 36 წლის ინგა მეკეიძე, ქალი, რომელსაც მძიმე დაზიანებები ჰქონდა, გარდაიცვალა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. კლინიკაში შესვლისას ინგა მეკეიძეს რამდენჯერმე გაუჩერდა გული. ექიმებმა მის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ამ დროისთვის ნანგრევებში 3 ადამიანს ეძებენ. რუსთავი 2
ჩამონგრეულ კორპუსში სარდაფსა და ბინას აერთიანებდნენ – რა ირკვევა საჯარო რეესტრით
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა 2021 წლის 4 ოქტომბერს მიმართა. ეს ის კორპუსია, რომელიც დღეს ჩამოინგრა. რეესტრმა სწორედ დღეს, 8 ოქტომბერს ხარვეზი დააფიქსირა და წარმოება შეაჩერა, მიზეზად საკმარისი დოკუმენტების არარსებობა, მთავარ მიზეზად კი სარდაფის და სართულის გაერთიანების ნახაზის უქონლობა დაასახელა. „დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენია არის […]
ნანგრევებიდან კიდევ 3 ცხედარი ამოასვენეს
მაშველებმა ბათუმში სახლის ნანგრევებიდან კიდევ 3 ცხედარი ამოასვენეს – „ბათუმელებს“ ინფორმაცია შს სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროში ჯერჯერობით არ ამბობენ, გარდაცვლილების ასაკსა და სქესს. რამდენიმე საათის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ამოასვენეს 81 წლის ქალის ცხედარი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ადამიანი გადაყვანილია კლინიკაში. მაშველები უკვე 15 საათია მუშაობენ ადგილზე. […]








