კატეგორია: საზოგადოება

ზვიად თავდგირიძე მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

ზვიად თავდგირიძე მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორი ამბობს, რომ ზვიად თავდგირიძე, ამ დროისთვის, გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. “პაციენტის მდგომარეობა, ამ მომენტისთვის, ფასდება, როგორც მძიმე. პაციენტი გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. მისი დიაგნოზი, ამ მომენტისთვის, არის პოლიტრავმა, ტრავმული შოკი, გულ-მკერდის და ქალა ტვინის დახურული ტრავმა, მარჯვენა ქვედა კიდურის კოჭ-წვივის არეში ღია მოტეხილობა. ასევე, აღენიშნება […]

მაშველებმა ბათუმში 36 წლის ზვიად თავდგირიძე ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

მაშველებმა ბათუმში 36 წლის ზვიად თავდგირიძე ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთ მოქალაქეს მიაკვლიეს. მასსა და სამაშველო ჯგუფებს შორის კონტაქტი შედგა. როგორც 36 წლის ზვიად თავდგირიძემ მათ უთხრა, თავს შეუძლოდ არ გრძნობს, თუმცა დაზიანება აქვს ფეხზე მიყენებული, რომელიც ნგრევის შედეგად მიიღო. რამდენიმე წუთის წინ მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცი ამოიყვანეს. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. 7 საათია […]

პენიტენციური სამსახური – „სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა“

სააკაშვილი - "ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარეთ და ასევე მშვიდობიანად გადმოვიბარებთ"

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო. “ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის, ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის და […]

სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა

სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან,  მიხეილ სააკაშვილთან , მისი პირადი ექიმი,  ნიკოლოზ ყიფშიძე , შევიდა. ნიკოლ ყიფშიძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი მონახულების შემდეგ ისაუბრებს. ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მერვე დღეა შიმშილობს.

“დამტვრეულია და ლაპარაკი არ შეუძლია, შვილები ნანგრევებში არიან” – ინგა მეკეიძე მაშველებმა ამოიყვანეს

"დამტვრეულია და ლაპარაკი არ შეუძლია, შვილები ნანგრევებში არიან" - ინგა მეკეიძე მაშველებმა ამოიყვანეს

შეუძლოდაა, დამტვრეულია, საუბარი არ შეუძლია, – ამის შესახებ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანი ქალის, ინგა მეკეიძის მეუღლე, რამაზ დაულაძე ჟურნალისტებთან აცხადებს. მისივე თქმით, ნანგრევებში რჩებიან მათი შვილები, რომელთა ხმაც სავარაუდოდ, ისმის. – ღმერთის წყალობით, ცოცხალია. ახლა ბავშვებსაც ამოვიყვანთ. ბავშვების ხმა თითქოს ისმისო, არ ვიცი, არ მინახავს არცერთი, – განაცხადა მან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა კიდევ […]

ბათუმში ნანგრევებიდან ცოცხალი ქალი ამოიყვანეს

ბათუმში ნანგრევებიდან ცოცხალი ქალი ამოიყვანეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ის ნანგრევებში თითქმის 9 საათი იმყოფებოდა. ამოყვანის პროცესს ადგილზე შეკრებილი ადამიანები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. იპნ

“ზვიადი მქვია, ფეხი მტკივა” – ბათუმში სადარბაზოს ნანგრევებში მოყოლილები მაშველებს ეკონტაქტებიან

"ზვიადი მქვია, ფეხი მტკივა" - ბათუმში სადარბაზოს ნანგრევებში მოყოლილები მაშველებს ეკონტაქტებიან

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეულ სადარბაზოსთან სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველებს ნანგრევებიდან ეკონტაქტება ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ზვიადი ჰქვია. მან მაშველებს უთხრა, რომ ფეხი სტკივა. ახალგაზრდა კაცთან კონტაქტი დილიდან არ გაწყვეტილა. ნანგრევებში მოყოლილ ახალგაზრდას მაშველები და მოქალაქეები შეძახილებით ამხნევებენ. ცოტა ხნის წინ ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ხმა გაისმა. ადგილზე მყოფი „ბათუმელების“ კორესპონდენტის თქმით, ამჯერად გაიგეს ქალის […]

ბათუმში ნანგრევებიდან გამოყვანილი ბავშვი დედას მიუყვანეს

ბათუმში ნანგრევებიდან გამოყვანილი ბავშვი დედას მიუყვანეს

ბათუმში ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან გამოყვანილი 2 წლის ბავშვი მაშველებმა დედას მიუყვანეს. სხვა ადამიანების სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. უცნობია, კონკრეტულად რამდენი პირი იმყოფება ნანგრევების ქვეშ. ნიუპოსტი

მე-12 კლასი უქმდება?!

საქართველოს 20 სკოლაში სწავლის დაწყება 2 კვირით გადაიწევს

12 კლასი 2023 წლიდან გაუქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-11- მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლას ერთადროულად დაამთავრებენ – აღნიშნული ინფორმაცია ბოლო პერიოდში მას შემდეგ გავრცელდა, რაც გაირკვა, რომ მე-12 კლასის სახელმძღვანელოებმა შესაძლოა გრიფირება არ გაიაროს. ეს კი ლოგიკურ ეჭვს აჩენს, რომელსაც ამ არეულ ქვეყანაში არსებობის უფლება უდავოდ აქვს! ​ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, სადამდე მიგვიყვანს ეს გადაწყვეტილება – მოხდება […]

საპატრიარქო _ “კრებსების საკითხი ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა”

საპატრიარქო _ "კრებსების საკითხი ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა"

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს საპატრიარქოში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეკრება უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების ანალიზსა და შეფასებას დაეთმო. „შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ ბოლო დროს გავრცელებული ე.წ. „კრებსების“ საკითხი საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებას ემსახურებოდა. მიუხედავად […]