სუსიდან გამოჟონილი ახალი ფაილებით დგინდება, რომ პატრიარქი ილია II გადადგომას აპირებდა. გადაწყვეტილება მას მისმა ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრიმ შეაცვლევინა. “ველაპარაკე ძალიან მკაცრად ” – ეს არის ციტატა მეუფე დიმიტრი შიოლაშვილისა და პატრიარქის თანაშემწის, დავით ჭინჭარაულის საუბრის ჩანაწერიდან. “დავით ჭინჭარაულმა განაცხადა, რომ ილია II-ის ინიციატივის შესახებ შეიტყვეს “ზემოთ” და საპატრიარქოს განუმარტეს, რომ დაუშვებელია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რადგან აღნიშნული […]
კატეგორია: საზოგადოება
18 თვის ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18 თვის ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მე-4 სტადიის სიმსივნე დაუდგინდა და თურქეთში სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს. 18 თვის ნიკოლოზს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია თურქეთში, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, დაუდგინდა მე-4 სტადიის სიმსივნე, რომლის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია. TBC ბანკი – GE14TB7736245064300032 საქართველოს ბანკი – GE06BG0000000525244838 ლიბერთი ბანკი – GE88LB0711138025130001 მიმღები (ბებია) მაია ალავერდაშვილი […]
“ისე გაფრინდა, ჩახუტება ვერ მოვასწარი… გიჟი, გადარეული, ქარიზმატული” – 31 წლის ნუცა მაღლაკელიძე გარდაიცვალა
31 წლის ნუცა მაღლაკელიძე, რომელიც მძიმედ იყო ავად, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. ნუცას სიმსივნე ფილტვთან და გულთან ჰქონდა. იანვრის დასაწყისში სიმსივნე მეოთხე სტადიაში იყო. რამდენიმე დღის წინ ნუცას ძმის ძვლის ტვინი გადაუნერგეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. “არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ამდენი თვის მანძილზე ვერ გავიაზრე, რომ მართლა შეიძლება დამარცხებულიყო. გიჟი, გადარეული, ქარიზმატული – […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ზღაპრის დღეს უმასპინძლებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 16 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის „ამირანის“ თემაზე შექმნილი პროექტის გამოფენა მოეწყობა. ზღაპრის დღის მთავარი მოვლენა AR (Augmented reality – გამოგონილი რეალობა) აპლიკაციის პრეზენტაცია იქნება, რომლის მეშვეობითაც, ზღაპრული პერსონაჟების თანამედროვე რეალობაში გადმოყვანაა შესაძლებელი. მათი ავტორები კი მხატვრები: ანკა ბოჭორიშვილი, ვარლამ […]
ლევან ფერაძე – “13 წლის გოგონები ქალიშვილობას ისე კარგავენ, ვერც ხვდებიან, რა მოხდა”
ბავშვთა ქირურგი, ცნობილი ექიმი ლევან ფერაძე მოზარდების სქესობრივი განათლების საკითხს და ამ თემაზე დაუსრულებელ დისკუსიებს მწვავე პოსტით გამოეხმაურა: “მოიკითხეთ, რამდენი 15 წლის დედაა ქვეყანაში, 13-14 წლის გოგონები ისე კარგავენ ქალიშვილობას, ვერც კი ხვდებიან, რა მოხდა. 15 წლის ბავშვს გავუკეთე საშვილოსნოს გარე ორსულობის ოპერაცია და არაფრით იჯერებდა, რომ შეიძლება დაორსულებულიყო. ბიჭებთან უარესადაა საქმე. პორნოსაიტებიდან იღებენ ინფორმაციას […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. “დღეს, თბილისის დროით 12:33 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, დიდი პარკი გაშენდება
დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, ადრე გასხვისებულ, თუმცა ამჟამად უკვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მასშტაბური პარკი გაშენდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, მირიან მეფის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დროს განაცხადა. აღნიშნული შეხვედრა მირიან მეფის ქუჩაზე, მესამე მიკრორაიონში, მე-3 კორპუსთან, იმ ტერიტორიის მიმდებარედ […]
დმანისში პირველყოფილი ადამიანების გავრცელების ახალი კერა გამოვლინდა
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანთან ჰომინიდების (პირველყოფილი ადამიანების) გავრცელების ახალი კერა გამოვლინდა. წინასწარი ვარაუდით, აღმოჩენა 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება. ეს დროის იგივე პერიოდია, რომელსაც დმანისის უფრო ადრინდელი „გმირები“ ზეზვა და მზია მიეკუთვნებიან. ჰომო ერექტუსი ადამიანის ერთ-ერთი წინაპარია. ის უკვე ორ ფეხზე დგას, სიმაღლეში დაახლოებით 130 სანტიმეტრს აღწევს, ტვინი პატარა აქვს, სავარაუდოდ ვერ ლაპარაკობს და არც […]
“თვალი რომ გავახილე, მთელი მედპერსონალი შოკში იყო” – ლევან მაისაშვილი საიქიოდან დაბრუნდა
კორონავირუსისგან განკურნებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ის იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში, მილპარკ ჰოსპიტალსში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვაზე იყო. მაისაშვილმა მძიმე პერიოდზე “იმედის” ეთერში ისაუბრა. “ამ ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანა საპატრიარქომ, ბევრმა სასულიერო პირმა, რომლებმაც ლოცვა არ შეაჩერეს. 6 ივლისს მომათავსეს ჰოსპიტალში, 8 რიცხვიდან უკვე აღარაფერი მახსოვს. […]
13 სექტემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი
11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.










