საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. “დღეს, თბილისის დროით 16:34 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კატეგორია: საზოგადოება
ქუთაისში კორონავისურით ორსული გარდაიცვალა
5.697 ახალი შემთხვევა, 54 გარდაცვალებული, 2.713 განკურნებული – დღევანდელი სტატისტიკა
“ლევან მაისაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას თავზე ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი ადგას” – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი ავრცელებს. ლევან მაისაშვილი კორონავირუსით ივლისში, სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, ის ჰოსპიტალიზებულია. “საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის – ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ორი დღეა, დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ. ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაშია იოჰანესბურგში – Milpark hospitals . […]
ქორწილების და ქელეხების გამართვისთვის ობიექტები 10.000 ლარით დაჯარიმდება
ქორწილის, ქელეხის, იუბილის და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია – 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელებისთვის აღნიშნული ობიექტები დაილუქება – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის დადგენილებით მგავსი ღონისძიებების გამართვა […]
ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება
ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ეპდსიტუაციის გაუარესების გამო მოხდა. „ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება“, – განაცხადა ღიბრაძემ. იპნ
“ბათუმში, საკუთარ ქორწილში, ქმრის მეჯვარემ გადამდო კოვიდი” – 1 ქორწილის ისტორია
ინფიცირებული პატარძლები ბათუმში გავრცელებული კოვიდის შედეგებია. “პრაიმტაიმი” კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ-ერთ პატარძალს ესაუბრა, რომელიც საკუთარ ქორწილში მეჯვარისგან დაინფიცირდა. “მე საკუთარ ქორწილში დავინფიცირდი, ბათუმში, რესტორანში. ჩემი ქმრის მეჯვარისგან გადამედო ვირუსი. სახლში ვარ, მძიმედ არ ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც ძალიან დავიძაბე. სიმპტომები ჩემი ქორწილიდან მესამე დღეს გამომივლინდა. სიცხე მქონდა და სუნთქვა მიჭირდა. სანანებელი გამიხდა დღე, რომელიც ყველაზე ბედნიერი უნდა […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ეკატერინე ტიკარაძე _ “ისევ ჩავიცვამ თეთრ ხალათს და ჩვენი გმირი ექიმების გვერდით დავდგები”
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებას ემოციური სიტყვებით მიმართა და რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობისკენ მოუწოდა. ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ახლა ქვეყანაში ეპიდვითარების მხრივ ურთულესი პერიოდია და შესაბამისად, ის თავად მზად არის ექიმის პროფესიას დაუბრუნდეს. “მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მაინც გვიწევს დღეს დავაკვირდეთ იმ ხალხმრავალ შეკრებებს, რომლებისგანაც ჩვენ თავს ვერ ვიკავებთ. იმ სოციალურ ღონისძიებებს, რომელთაც ჩვენ ვერ ვთმობთ […]








