“ლევან მაისაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას თავზე ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი ადგას” – სალომე ზურაბიშვილი

"ლევან მაისაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას თავზე ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი ადგას" - სალომე ზურაბიშვილისაქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი ავრცელებს.

ლევან მაისაშვილი კორონავირუსით ივლისში, სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, ის ჰოსპიტალიზებულია.

“საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის – ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ორი დღეა, დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.

ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაშია იოჰანესბურგში – Milpark hospitals . ადგილზე არის მაღალტექნოლოგიური მკურნალობის სრული შესაძლებლობა, ამიტომ ოჯახმა სადმე გადაყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო.

ჩართულია ჩვენი ელჩი ბექა დვალი ძალიან ეხმარება იქ ადგილზე ქართველი ექიმია, ვახტანგ რეხვიაშვილი, ძალიან წარნატებული და ავტორიტეტული ექიმია და მისი კონტაქტებითაც მაქსიმალური ყურადღება აქვს. მოკლედ, რაც შესაძლებელია, ყველაფერს უკეთებენ,” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

რუსთავი 2