ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაციაა და აუცილებელია, არ არის დაპირისპირების დრო და ამ ვერაგი ვირუსის დასამარცხებლად ყველა ერთად უნდა გაერთიანდეს. „უნდა მოხდეს მთელი საზოგადოების მობილიზება, ყველა პოლიტიკური პარტიის. ახლა ხომ გაქვთ არჩევნები, აბა, თქვენ იცით, ხომ შეიძლება, გადადოთ პოლიტიკური მერკანტილური მიზნები და ადამიანთა […]
კატეგორია: საზოგადოება
აშშ-ის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი ფაიზერი 24 ივლისს შემოვა
აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული “ფაიზერის” ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში შაბათს იქნება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს. შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საჩუქრად გადმოეცემა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. 17 ივლისს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საუბარია ნახევარ მილიონ […]
საპატრიარქო ჟურნალისტების წინააღმდეგ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: „დიდი ხანია საქართველოს ეკლესიაზე გარკვეული ძალების მიერ სერიოზული შეტევა ხორციელდება; ა.წ. 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კი ჩვენს მედია-სივრცეში ვითარება უფრო გამწვავდა და უკიდურესად აგრესიული ხასიათი მიიღო. სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევა ,,მთავარი არხი,” ,,ტვ-პირველი” და ,,ფორმულა”.., რომელთა ეთერითაც პირდაპირ და მოურიდებლად ხდება საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფა; ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ მოწოდებებიც. ხშირად […]
სად არის ყველაზე სუფთა ზღვის წყალი საქართველოში
აჭარის ზღვის აკვატორიაში ჩატარებული კვლევებით, ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ,,კომერსანტს“ აჭარის ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსმა გურანდა ბაგრატიონმა უთხრა. მისი ინფორმაციით, სანაპირო ზოლში, 13 ივლისს სხვადასხვა ადგილას აღებული სინჯების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს აკმაყოფილებს. ასევე კვლევით დადასტურდა, რომ ყველაზე სუფთა წყალი კვარიათში, სარფში, გონიოსა და ბობოყვათშია. ,,ზღვის წყლის […]
ნინო შუბლაძე გათხოვდა
ცნობილი ტელეჟურნალისტი, ნინო შუბლაძე დაქორწინდა. მისი რჩეული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ვალერი თელიაა. ნინომ მეორე ნახევართან ერთად ფოტო ახლახან გამოაქვეყნა და დაწერა: „რა აღარ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო პერიოდში… ამდენი ტკივილის და ცუდის მერე – ერთი კარგი ამბავიც მაქვს . როგორც იქნა, დავიყარეთ თავი ერთად და გავხდით ასე დიდი ოჯახი, მე, Valeri და ჩვენი უსაყვარლესი […]
„ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10% ბავშვია, ყოველდღე 150-200 ბავშვი ინფიცირდება“ – ივანე ჩხაიძე
იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10% ბავშვები არიან, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩხაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მომდევნო დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. “მომდევნო დღეები და კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისით. თუ ჩვენ საქართველოს სტატისტიკას გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც […]
თბილისის რომელ რაიონებს შეუწყდებათ დღეს წყალი – ნახეთ სია
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, 22 ივლისს, ვაკისა და მთაწმინდის რაიონებში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ვაკის რაიონში, ამირეჯიბის N6-თან დაზიანების აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო, რის გამოც, 23:00 საათიდან 23 ივლისის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნატახტარის, ბალანჩივაძის ქ. N5, 37, 39, 40, პ.იოსელიანის ქ.N 5, რამიშვილს, საჯაიას, თ.აბულაძის, ი.მოსაშვილის, ნ.ბერძენიშვილს, ლ.მიქელაძის, გ. მუხაძის, […]
პორნოგრაფიული პოსტისთვის მამა იოსებ ღლონტს მღვდელმსახურება შეუჩერდა
მეუფე იოსებმა შემოქმედის ეპარქიის მღვდელს, მამა იოსებს (ღლონტი) მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა რამდენიმე თვით მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სასულიერო პირის მხრიდან სოციალურ ქსელში პორნოგრაფიული ფოტომონტაჟის გავრცელება გახდა. ფოტომონტაჟი ჟურნალისტებს, მათ შორის, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ნოდარ მელაძეს, ეხებოდა. “მამა იოსები დაისაჯა უცენზურო ფოტომონტაჟის გამოქვეყნების გამო. რამდენიმე თვით შეუჩერდა მღვდელმსახურება,” – აღნიშნა მეუფე იოსებმა.
ამირან გამყრელიძე – “საშიშროება რეალურია, შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში”
“შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში”- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება და საშიშროება სერიოზულია. გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქორწილების, ქელეხების, დიდი დაბადების დღეებისა და სხვა შეკრებებისგან თავი შეიკავონ. “საშიშროება სერიოზულია, ეპიდსიტუაცია უარესდება და ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში. დღეს და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს ის, რაც […]
გიორგი კანდელაკმა გორში ტელევიზია დააფუძნა
მსოფლიო ჩემპიონმა, გიორგი კანდელაკმა გორში ახალი ტელევეიზია “სეზონი ტვ” დააფუძნა. შპს მიმდინარე წლის მარტშია რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მესაკუთრედ გიორგი კანდელაკი ფიქსირდება. კომპანიის ფაქტიური მისამართი სოფელი ვარიანია, თუმცა როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, ოფისი გორში, ცაბაძის ქუჩაზეა განთავსებული. ტელევიზიას ამ ეტაპზე 10-მდე თანამშრომელი ჰყავს, მათ შორის არიან გორის მერიის ა(ა)იპ-ების ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლები. ტელევიზიის […]









