„ხომ გამოჩნდა, რომ ვირუსი თურმე ღამე დადიოდა? – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზესაუბრისას საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ განაცხადა. „შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. ისიც მახსოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ – ვირუსი, რა, ღამე დადის? ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ვირუსი „ღამე დადიოდა“. ამ შეზღუდვებს თავისი დანიშნულება მაშინ ჰქონდა, როცა ჩვენ […]
კატეგორია: საზოგადოება
გიორგი ფხაკაძე საფრანგეთში ფაიზერის მე-2 დოზით აიცრა
პროფესორი გიორგი ფხაკაძე დღეს საფრანგეთში „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზით აიცრა. როგორც თავად ამბობს, თავს შესანიშნავად გრძნობს. მოუწოდებს მეგობრებს, არ თქვან უარი აცრაზე და, ამასთან ერთად, ატარონ სამედიცინო პირბადე. „Super! merci beaucoup! ყველაფერი კარგად იქნება“ – ამ სიტყვებით გადაუხადა მან მადლობა მედპერსონალს, ქართველებს კი წარმატება უსურვა. პრაიმ ტაიმი
ინფექციურში ყირიმ-კონგოს ცხელებით ახალციხიდან გადაყვანილი ქალი გარდაიცვალა
თბილისში, ყირიმ-კონგოს ცხელებით 49 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, ის 2 დღის წინ, უმძიმეს მდგომარეობაში ახალციხის კლინიკიდან შეიყვანეს. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს ყველა შესაბამისი მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა, თუმცა, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, ქალმა ადგილობრივ კლინიკას დაგვიანებით მიმართა.
მამუკა ხატიაშვილს დახმარება სჭირდება
მამუკა ხატიაშვილს დახმარება სჭირდება. მას რამდენიმე კვირის წინ პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნის მძიმე ფიორმა დაუდგინდა. ერთი თვით ადრე, მის შვილს, გაუკეთეს ურთულესი და საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია, მას თავის ტვინის ანევრიზმა სჭირდა. ოჯახის ფინანსური რესურსი ამოწურულია. ახლა ავად მამაა, საჭიროა ჯერ ქიმიოთერაპია, შემდეგ ოპერაცია, რისი საშუალებაც ოჯახს აღარ აქვს. ანგარიში ნომრები: საქართველოს ბანკი – GE928G0000000366021379 თიბისი ბანკი – GE90TB7445545061600012 მიმღები ხატია […]
ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა
ვლადიკავკაზის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა ბორის ჩოჩიევი. 64 წლის ჩოჩიევი COVID – 19-ით იყო დაავადებული. ოსური მედიის ცნობით, მდგომარეობის გაუარესების შემდეგ იგი ჩრდილოეთ ოსეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ბორის ჩოჩიევს სხვადასხვა დროს არაერთი დე ფაქტო თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა დროს იგი ხელმძღვანელობდა ეროვნებათა საქმეთა კომიტეტს; იყო განსაკუთრებულ საკითხთა მინისტრი; ხელმძღვანელობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების […]
ხობში რამდენიმე სოფელი დაიტბორა
ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. სტიქიის გამო დაიტბორა ცალკეული სოფლების ცენტრალური და შიდა გზები. მათ შორის, წყალი ზოგიერთი მოსახლის ეზოშიც შევიდა. მერის მოადგილე ვარაზ გაბედავამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ სტიქიის შედეგად მთიდან ღვარცოფები ჩამოდის, რის გამოც რამდენიმე ადგილას ღელე რამდენჯერმე ადიდდა და წყალმა ხეთა ხამისკურის და ხეთა პირველი მაისის ტერიტორიაზე ცენტრალური გზა დატბორა. “წყალმოვარდნებია. წვიმა […]
საქართველოში ფაიზერის მე-2 დოზაზე რეგისტრაცია იწყება – “დარეგისტრირდით 24 ივლისის 12 საათამდე”
დღეიდან, 23 ივლისიდან საქართველოში “ფაიზერის” მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია იწყება. ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს მიმართა თხოვნით, საიტზე 24 ივლისის 12 საათამდე დარეგისტრირდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო მათ ავტომატურად დაარეგისტრირებს. “მივმართავთ თხოვნით, რომ ფაიზერის მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ 24 ივლისის 12 საათამდე. სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე, თუმცა, […]
საქართველოს ბანკისა და „წიგნების თაროს სკოლის“ პარტნიორობა გრძელდება
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის უშუალო ჩართულობით „წიგნების თაროს სკოლის“ მორიგი, 6 კვირიანი სასწავლო კურსი წარმატებით დასრულდა. ინიციატივის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო განათლება და 40-მდე ახალგაზრდა დასაქმდა. „წიგნების თაროს სკოლა“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი არაფორმალური განათლების სივრცეა, სადაც მიწვეულ პედაგოგებთან ერთად მასწავლებლის როლს […]
„უნდა გაერთიანდეთ, რომ ოქტომბრამდე ცოცხალი მივიდეს ამომრჩეველი“ – გიორგი ფხაკაძე
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაციაა და აუცილებელია, არ არის დაპირისპირების დრო და ამ ვერაგი ვირუსის დასამარცხებლად ყველა ერთად უნდა გაერთიანდეს. „უნდა მოხდეს მთელი საზოგადოების მობილიზება, ყველა პოლიტიკური პარტიის. ახლა ხომ გაქვთ არჩევნები, აბა, თქვენ იცით, ხომ შეიძლება, გადადოთ პოლიტიკური მერკანტილური მიზნები და ადამიანთა […]
აშშ-ის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი ფაიზერი 24 ივლისს შემოვა
აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული “ფაიზერის” ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში შაბათს იქნება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს. შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საჩუქრად გადმოეცემა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. 17 ივლისს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საუბარია ნახევარ მილიონ […]








