ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რვა ახალგაზრდა დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს. აქედან ორის მდგომარება მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, პაციენტების ნაწილი თვითდინებით, ხოლო ნაწილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ იქნა შემოყვანილი. “დღის განმავლობაში შოკის დარბაზში შემოყვანილია რვა პაციენტი, აქედან ორი პაციენტი თვითდინებით არის შემოყვანილი, უცნობი პირების მიერ, უგონო მდგომარეობაში. პაციენტები სასიცოცხლო […]
კატეგორია: საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი მილიარდერთა სიიდან გაქრა
“ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ბლუმბერგის მილიარდერების სიაში აღარ არის. ბლუბერგის გუშინდელი მონაცემებით, ივანიშვილი $5.92 მილიარდით 492-ე ადგილზე იყო. დღევანდელი მონაცემებით კი ის სიაში აღარ იძებნება. მილიარდერების სიის ბოლო, მე-500 ადგილს ამერიკელი მილიარდერი პატ სტრაიკერი $5.93 მილიარდით იკავებს. მთავარი
თბილისის დიდ ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება – ჩამონათვალი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები 2 ივნისს წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებენ. სირთულიდან გამომდინარე სამუშაოები წყალმომარაგების სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად, 24 საათიან რეჟიმში განხორციელდება. “ნუცუბიძის ქუჩა N179-ის მიმდებარედ წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე ჩატარდება გადაერთებითი სამუშაოები, ასევე წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის მიზნით დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები პარალელურად ჩატარდება ბაგების სატუმბო სადგურზე და წყნეთის გზატკეცილზე, სადაც ასევე მაგისტრალური მილი გადაერთდება წყალმომარაგების […]
ამერიკაში ქართველი ჟურნალისტი მელორ სტურუა გარდაიცვალა
ქართველი ჟურნალისტი და საერთაშორისო მიმომხილველი, მელორ სტურუა, ამერიკაში, მინეაპოლისში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მელორ სტურუა საბჭოთა ჟურნალისტების თაობას მიეკუთვნებოდა, მას ,,საბჭოთა პუბლიცისტიკის გიგანტს” უწოდებდნენ. მელორ სტურუა 1928 წელს თბილისში დაიბადა. მისი მამა, გიორგი, საქართველოს უზენაეს საბჭოს ხელმძღვანელობდა. მშობლებმა შვილს სახელიც შესაფერისი დაარქვეს: მარქსის, ენგელსისა და ოქტომბრის რევოლუციის აბრევიატურა – მ-ელ-ორ-ი. მელორ სტურუა ძირითადად მოსკოვში მოღვაწეობდა. […]
მეუფე იაკობი – „გახარიასთან ადეიშვილის, მერაბიშვილისა და კეზერაშვილის კადრებია“
ბოდბის მონასტერში მსახურების შემდეგ ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარება შეაფასა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დაფუძნებული ახალი პოლიტიკური პარტია გააკრიტიკა. მისი განმარტებით, ქვეყნის ყოფილის პრემიერის ახლად დაარსებული გუნდში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გამოჩდნენ, რაც უსაფუძვლოს ხდის იმ აზრს, რომ გიორგი გახარია “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის პროექტია. მღვდელმთავარს მიაჩნია, რომ გახარიას პარტიას არათუ ხალხის, არამედ […]
ეკატერინე ტიკარაძე კოვიდ 19-ით დაინფიცირდა – მარტის ბოლოს ის ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი. ეკატერინე ტიკარაძე 23 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. ამის მიუხედავად, ის კოვიდ 19-ით მაინც დაინფიცირდა.
დიდ დიღომში ავტობუსი დაიტბორა
დიდ დიღომში ბერი ანდრიას ფონდი ისევ დაიტბორა
თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ბერი ანდრიას ფონდი. შემთხვევის ამსახველ კადრებს ფონდის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ და დახმარებას ითხოვენ. “ხვალ 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე… მიუხედავად ჩვენი ფონდის დიდი მცდელობისა, მეტი ადამიანი ჩართულიყო მადლიან, საშვილიშვილო საქმეში, ამ ბავშვებზე მორგებულ, ახალ, დასრულებულ სარეაბილიტაციო სახლში, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ მიწაზე ავაშენეთ, სამზარეულოს მოწყობაში […]
ხელვაჩაურის ფაბრიკის 45 თანამშრომელი საკვებით მოიწამლა
ხელვაჩაურში, ერთ-ერთ სამკერვალო საწარმოში, 45 თანამშრომელი მოიწამლა. ერთ-ერთი ვერსიით, მასობრივი ინტოქსიკაცია ხორცით მოხდა. ადგილზე 10-მდე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და პოლიციაა მობილიზებული. შპს “ფასთ თრექის” ადმინისტაციის უფროსის განმარტებით, ინტოქსიკაციის პირველი შემთხვევა დღის ბოლოს დაფიქსირდა. ბათუმელების ცნობით, ერთი ოპერატორი სუნთქვის აპარატზეა, თანამშრომლების ნაწილს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, ნაწილი კი კლინიკებში გადაიყვანეს. კომპანიის ინფორმაციით, საკვებს […]
ერთჯერადად აცრილთა 0.8% და ორჯერადად აცრილთა 0,3% კოვიდ 19-ით დაინფიცირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში როგორც ერთჯერადად, ასევე ორჯერადად აცრილთა შორის დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. როგორც მან აღნიშნა, ერთჯერადად ვაქცინირებულთაგან კორონავირუსით 0,8% დაინფიცირდა, ორჯერადად ვაქცინირებულთაგან კი ვირუსი 0,2-0,3% -ს შეხვდა. „ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ და ვამბობთ, რომ, რა თქმა უნდა, აცრას აქვს ძალიან დიდი და პრევენციული მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, აბსოლუტური მედიცინაში არაფერი არ არის, ამიტომ […]










