ეკატერინე ტიკარაძე კოვიდ 19-ით დაინფიცირდა – მარტის ბოლოს ის ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა

ეკატერინე ტიკარაძე კოვიდ 19-ით დაინფიცირდა - მარტის ბოლოს ის ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრაოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.

ეკატერინე ტიკარაძე 23 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. ამის მიუხედავად, ის კოვიდ 19-ით მაინც დაინფიცირდა.