თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციის განცხადებით, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყეს. “არაერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ათამდე ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული”, – აცხადებს მუნიციპალური […]
კატეგორია: საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე – „ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში“
ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში კორონოვირუსის მესამე ტალღასთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ მესამე ტალღის პიკურ ეტაპზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში, როდესაც ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება, აქედან გამომდინარე, ეს ყოველივე მოითხოვს ძალიან ზედმიწევნით დაცვას ყველა იმ ღონისძიებების, რომელიც არაერთხელ არის მოწოდებული ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან. უკვე საზოგადოებამაც და ჟურნალისტებმაც ძალიან კარგად იციან იმ […]
თინა თოფურია – “მამაკაცმა, რომელიც კოვიდზე აიცრება და შვილის ყოლას აპირებს, სპერმა უნდა გაყინოს”
ჰომეოპათი თინა თოფურია კოვიდ 19-ზე აცრის წინააღმდეგია. ამის შესახებ მან ტვ იმედში ისაუბრა. – არის თუ არა გამოკვლეული ვაქცინის გავლენა შობადობაზე? აღმოჩნდა, რომ არა. გამოიწვევს თუ არა სიმახინჯეებს შემდგომში? არც ესაა გამოკვლეული. სიმსივნესთან დაკავშირებითაც კვლევები არაა ჩატარებული, – განაცხადა თინა თოფურიამ. მისი თქმით, დღეს არ არსებობს ვაქცინა, რომელიც აღიარებულია ჯანმოს მიერ. არის მხოლოდ ავტორიზებული ვაქცინები, […]
უცნობი – “ვახო სანაიაზე თავდამსხმელები გამოუშვით, თორემ მაგისტრალებს გადავკეტავთ”
„უცნობი” ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ითხოვს. – არ ვაპირებთ არანაირი მიტინგების ჩატარებას და მეგაფონებით სირბილს. ვაპირებთ მოსვლას, დგომას და თუ რამე ისეთი იქნება, მაგისტრალების გადაკეტვიდან დაწყებული ყველაფერს, – განაცხადა მან. აღნიშნულს ვახო სანაია ფეისბუქით გამოეხმაურა და უცნობს და ჯაპანას დედა აგინა.
გურიაში დაკარგული მარიამ ბურჭულაძე თბილისში იპოვეს
17 წლის მარიამ ბურჭულაძე ცოცხალი იპოვეს
ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება დაიძაბა
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება. მორიგი დაპირისპირება, ამჯერად, სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში მიტროპოლიტ სტეფანეს მოსვლას მოჰყვა. ადგილზე სალხინოს მონასტრის გადაყენებული წინამძღვარი, სხვა სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი იმყოფებიან, ისინი ეპარქიის წარმომადგენლებს არ აძლევენ წირვის ჩატარების უფლებას. დაპირისპირებული მხარე ითხოვს საეკლესიო კრების ჩატარებას და იმ ბრალდებების განხილვას, რომელიც მიტროპოლიტმა სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ […]
მაკო გომური – „მე დაზარალებული ვარ, ვისი ამოთხრილი თვალის ხარჯზეც არ მინდა პარლამენტის სკამზე ვინმემ საჯდომები გაითბოს“
მაკო გომური ამნისტიის კანონის შესახებ აცხადებს: “ამნისტია არის დასასრული და დასამარება 20 ივნისის რომ არასდროს დაისჯება ის, ვის გამოც დღეში 7 მილიარდჯერ პროთეზს ვრეცხავ და ერთი სული მაქვს სახლში მივიდე, რომ გამივიძრო თვალიდან ეს დამპალი და წყეული რაღაც. მე დაუსჯელობით დაღლილი დაზარალებული ვარ, ვისი ამოთხრილი თვალის ხარჯზეც არ მინდა პარლამენტის სკამზე ვინმემ საჯდომები გაითბოს”.
პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა
“ოჯახი ჯერ კიდევ შოკშია” – უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დათო შარტავა დაიღუპა
18 აპრილს უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი, დავით შარტავა დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე მოხდა. დათო შეტაკებების დროს ადგილზე გარდაიცვალა, გუშინ მათი პოზიციები ლულისქვეშა ყუმბარტყორცნებით დაბომბეს. “სამწუხაროდ, დღეს ბრძოლაში დაეცა ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და მებრძოლი დათო შარტავა, ბოლო რამდენიმე თვე მივლენილი იყო ერთ-ერთ ბრიგადაში, დათო ჯარისკაცის გარდა ჩემი მეგობარი იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს”, – წერს სოციალურ […]









