თინა თოფურია – “მამაკაცმა, რომელიც კოვიდზე აიცრება და შვილის ყოლას აპირებს, სპერმა უნდა გაყინოს”

თინა თოფურია - "მამაკაცმა, რომელიც კოვიდზე აიცრება და შვილის ყოლას აპირებს, სპერმა უნდა გაყინოს"ჰომეოპათი თინა თოფურია კოვიდ 19-ზე აცრის წინააღმდეგია. ამის შესახებ მან ტვ იმედში ისაუბრა.

– არის თუ არა გამოკვლეული ვაქცინის გავლენა შობადობაზე? აღმოჩნდა, რომ არა. გამოიწვევს თუ არა სიმახინჯეებს შემდგომში? არც ესაა გამოკვლეული. სიმსივნესთან დაკავშირებითაც კვლევები არაა ჩატარებული, – განაცხადა თინა თოფურიამ.

მისი თქმით, დღეს არ არსებობს ვაქცინა, რომელიც აღიარებულია ჯანმოს მიერ. არის მხოლოდ ავტორიზებული ვაქცინები, დაშვებული ექსტრემალურ სიტუაციაში გამოსაყენებლად.

– ვაქცინების შემქმნელი ფირმები პასუხს არაფერზე აგებენ და მთელი პასუხისმგებლობა ექიმებს ეკისრება.

არსებობს რეკომენდაცია, რომ თუ მამაკაცი, რომელიც იკეთებს ვაქცინას, აპირებს შვილის ყოლას, მან სპერმა უნდა გაყინოს.

ეს ვაქცინები არის ექსპერიმენტული და ეს ექსპერიმენტი დასრულდება მხოლოდ 2023 წელს. ანუ 2 წლის შემდეგ, როცა იმ ვაქცინებს, რომლებმაც გაამართლეს, კვალიფიკაცია მიეცემა, _ განაცხადა თინა თოფურიამ.