კატეგორია: საზოგადოება

11-12 დეკემბერს ძლიერი ქარია მოსალოდნელი

საქართველოში საგრძნობლად დათბება

11-12 დეკემბერს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ძლიერი ქარი მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. „11-12 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი – სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიღწიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს […]

ლილოს თავშესაფარში 81 ბენეფიციარიდან 49-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლილოს თავშესაფარში 81 ბენეფიციარიდან 49-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

ე.წ. ლილოს თავშესაფარში 81 ბენეფიციარიდან 49-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” ( EMC ) ავრცელებს. მათივე ცნობით, ინფიცირებულთა ნაწილი საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო ნაწილი თავშესაფარში, იზოლაციაში იმყოფება. “თავშესაფარში ინფიცირების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი კიდევ უფრო შემაშფოთებელია სერვისის შინაარსისა და მისი დანიშნულების გათვალისწინებით. ლილოს თავშესაფარი ყველაზე დაუცველი, თავშესაფრის არმქონე ადამიანებისათვის არის განკუთვნილი, რომელთაც […]

“კოვიდსასტუმროში მოსახვედრად 100 ევროა საჭირო” – მამუკა გამყრელიძე

მამუკა გამყრელიძე - "ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ქვების სროლას არ ვაპირებთ"

მამუკა გამყრელიძე, რომლის ქალიშვილი კოვიდ 19ით დაინფიცირდა, “ახალ თაობასთან” პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს: – უმცროს ქალიშვილს უწევდა სამსახურის გამო გასვლა და მიუხედავად იმისა, რომ წესებს მკაცრად იცავდა, ვირუსი მაინც შეხვდა. წესების დაცვა აუცილებელია, მაგრამ ეს არ შველის საქმეს და გეტყვით, რატომ. – რატომ? – ის რამდენიმე თვე, რომელიც ჩვენ გვაჩუქა კოვიდმა და მიუხედავად იმ უზარმაზარი […]

“პატრიარქი წუხს, რომ ეკლესიაში ვერ დადის” – გულიკო ჩაფიძე

საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პირადი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი გულიკო ჩაფიძე: “ბოლოს ორი დღის წინ ვნახე და დღესაც მივდივარ მოსანახულებლად. რა საკვირველია კარანტინშია, მეც კარანტინში ვარ. სახლში ვარ ჩაკეტილი, რომ მისი ნახვის უფლება მქონდეს. ჩვენთან, კლინიკაში, ვირუსი გავრცელებულია და ამიტომ მე სახლში ვარ. სექტემბერში 31 წელი შესრულდა, რაც მე უწმიდესთან დავდივარ საპატრიარქოში. პატრიარქი […]

თემურ ქევხიშვილი გარდაიცვალა

თემურ ქევხიშვილი გარდაიცვალა

ქართველი ლოტბარი თემურ ქევხიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ. თემურ ქევხიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. თემურ ქევხიშვილი ანსამბლ “გორდელას” ერთ–ერთი დამაარსებელი იყო; წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდს, ანსამბლ “ოროველას”, ანსამბლ “იმედს”, თბილისის პიონერთა სასახლის საგუნდო ანსამბლს, ანსამბლ “დარიალს”, ვოკალურ ანსამბლ “ჟურნალისტს”; იყო ანსამბლ “რუსთავის” სოლისტი და სხვა. მან […]

აჭარაში კორონავირუსით 49 წლის ექიმი გარდაიცვალა

მამა გიორგი პაპავას, მის დას და დისშვილს კოვიდ 19 დაუდასტურდათ

აჭარაში კორონავირუსით 49 წლის ექიმი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშიც ადასტურებენ. როგორც კლინიკაში განაცხადეს, იგი კლინიკაში საკარანტინო სივრციდან 10 ნოემბერს გადაიყვანეს. პაციენტს თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა და ის მართვის სუნთქვაზე მძიმე ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით იყო მოთავსებული. „კორონავირუსით გამოწვეული გართულებები გახდა გარდაცვალების მიზეზი. შემოყვანის დროს ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მისი გადარჩენა სამწუხაროდ. ვერ […]

ხვალიდან, 8 დეკემბრიდან, ფქვილი და პური ძვირდება

წელს პურის ფასი 10 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი

მძიმე ეკონომიკური კრიზისა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ხალხის ფონზე, ხვალიდან, 8 დეკემბრიდან, 1 ტომარა ფქვილი 4 ლარით ძვირდება და 66 ლარი ეღირება. სუბსიდირება მხოლოდ დიდ საწარმოებს შეეხება. მცირე მეწარმეები ხელისუფლების დახმარების გარეშე რჩებიან, ეს კი ავტომატურად ფასების ზრდას გამოიწვევს. “არჩევნების შემდეგ დღეს 3 ლარით გაიზარდა ფქვილის ფასი და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ამ ბოლო პერიოდში… სახელმწიფო […]

მატლიანი ჩაი და გაფუჭებული პროდუქტი აღსაზრდელებს – როგორ სურსათს არიგებენ საბავშვო ბაღებში?

მატლიანი ჩაი და გაფუჭებული პროდუქტი აღსაზრდელებს - როგორ სურსათს არიგებენ საბავშვო ბაღებში?

პანდემიის დროს სახლში დარჩენილ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს თბილისის მერია იმ პროდუქტებს ურიგებს, რომელიც სკოლამდელი დაწესებულების სამზარეულოში პატარებისთვის უნდა მომზადებულიყო. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებისთვის დარიგებული გაფუჭებული პროდუქტი და მატლიანი ჩაია. ფაქტს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა რომ ნებისმიერი ადეკვატური დედაქალაქის მთავრობა საგამოიძებო უწყებებს გაგზავნიდა და სოციალურ ქსელში გასაჯაროებულ […]

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. „სამწუხაროდ, დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს“, – წერს დეკანოზი. ცნობისთვის, დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსს რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა.

მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა

მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა

სხალთის მთავარეპისკოპოსს მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. “მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში”,-წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.