საქართველოში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 13 9343 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 117 560 გამოჯანმრთელდა, 1 303 კი, გარდაიცვალა. სტაციონარში მეთვალყურეობას 6 366 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება […]
კატეგორია: საზოგადოება
19 წლის თეკლა თორდია კოვიდ 19-გან გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსის შედეგად 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი თეკლა თორდიაა. იგი თავდაპირველად კოვიდ-სასტუმროში გადიოდა მკურნალობას. მას შემდეგ კი, რაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი გვიყვება, გოგონას თანმდევი დაავადება დიაბეტი ჰქონდა. ინფიცირებულები არიან გოგონას ოჯახის წევრებიც, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამბები
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 19:09 საათზე, დმანისთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
ფინანსთა მინისტრს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. “ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ანზორ მელია: „ორი დღეა მდგომარეობა გამიუარესდა, დღეს უკვე საავადმყოფოში მომიწევს გადასვლა“
ბოლო ორი დღეა ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა და ალბათ, დღეს უკვე საავადმყოფოში მომიწევს გადასვლა, – ამის შესახებ კლინიკა “გულის” დირექტორმა ანზორ მელიამ Report.ge-ს განუცხადა. მელიას თქმით, მას ჰაერის უკმარისობა, ხველა და სიცხე აწუხებს. “ვირუსის მაჩვენებლის მატება მთელს საქართველოში გაიზარდა და სწორედ ამიტომ იფეთქა კლინიკაში ვირუსმაც. კლინიკაში გაიზარდა ინფიცირებული პაციენტების მომართვიანობა, ისინი დროულად ვერ გადაგვყავდა სპეციალიზირებულ კლინიკაში და […]
თენგიზ ცერცვაძე – “მდგომარეობა სწრაფად დამიმძიმდა, დავიწყე რემდესივირის გადასხმა, რამაც ძალიან მიშველა”
თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, ამბობს, რომ ახლა თავს ნორმალურად გრძნობს და თავისი ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების ისტორიას ყვება. აღნიშნულის შესახებ ცერცვაძემ ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში ისაუბრა. “განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან ურთიერთობა ჩემი პროფესიაა, ეს ერთგვარი ადრენალინია ჩემთვის, ხელი ვერ შეუშალა პაციენტებთან ურთიერთობას იმ ძალიან მნიშვნელოვანმა ფაქტმაც, რომ მე ორმაგად რისკის ჯგუფს მივეკუთვნები კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში. ერთი ეს […]
სააკაშვილს უკრაინაში ლიზა იასკოსთან რომანი აქვს
“მიხეილ სააკაშვილს ახალი რომანი აქვს. მისი რჩეული უკრაინული პარტია “ხალხის მსახურის” ერთ-ერთი ლიდერი, ლიზა იასკოა. წყვილი, ლესნიკში მდებარე სააკაშვილის ფეშენებელურ სახლში ცხოვრობს”, – წერს უკრაინული გამოცემა Strana.ua. გამოცემის ცნობით, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ უკრაინელ პოლიტიკოსს, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, სერიოზული ურთიერთობა აკავშირებთ. “ამის შესახებ გამოცემას წყვილის გარემოცვა უყვება, რომელთა ინფორმაციითაც, […]
“ამირან გამყრელიძე ინსულინის ბაზარს აკონტროლებს” – გიორგი ჩალაძის ბრალდება
გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს მძიმე ბრალდებებს უყენებს. გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ საქართველოშ ინსულინის ბიზნესს გამყრელიძე აკონტროლებს და წამალი, რომელიც ქვეყანაში შემოდის და რომელსაც ბავშვებს უკეთებენ, დაბალი ხარისხისაა. “ინსულინის ბიზნესს აკონტროლებს ამირან გამყრელიძე. საქართველო ყიდულობს დაბალი ხარისხის ინსულინს ჩინეთიდან და ინდოეთიდან და ამ ინსულინს უკეთებს ინსულინდამოკიდებულ ბავშვებს. მოსწონს ეს […]
ზურაბ ჯაფარიძემ ბინად იქირავა 10.000 ლარით დაჯარიმებული ბათუმის ფიტნეს კლუბი
ბათუმის ერთერთი ფიტნესკლუბი – Reformerfitness – გუშინ ამოქმედებული შეზღუდვების მიუხედავად, მუშაობას არ წყვეტს. ცოტა ხნის წინ კი “გირჩის” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, Facebook-ზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ მან Reformerfitness ბინად იქირავა. “ადამიანები აქ ვარჯიშობენ, იჯანსაღებენ ორგანიზმს. სწორედ ამიტომ, მე მთელს დარბაზს ვქირაობ ჩემს საცხოვრებელ სახლად. ფიტნეს-კლუბის დირექტორი ფართთან ერთად აქირავებს სავარჯიშო ინვენტარსაც. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქ, ჩემთან სტუმრად მოსვლა, ვისაც ვარჯიში […]
არჩილ თალაკვაძის ცოლი ტვ პირველის წინააღმდეგ _ “ძალიან სამწუხაროა, ტალახს რომ გვესვრიან”
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთი ბუბუტეიშვილი “ტვ პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც მათი ოჯახის ბინაზეა საუბარი, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, 95 ათას დოლარად იყიდება. “მინდა გამოვეხმაურო TV პირველის ცილისმწამებლურ სიუჟეტს. განმარტებას ვაკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ოჯახზე. ათი წელი ვიცხოვრეთ ამ ბინაში, რომელსაც თავიდან ვქირაობდით და შემდეგ ვიყიდეთ იპოთეკით, როგორც ბევრი მოქალაქე […]









