მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, სუნთქვის უკმარისობა აქვს და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
კატეგორია: საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძემ კლინიკა დატოვა
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს. მისივე ცნობით, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ […]
ქუთაისის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისის არჩეულ მერს იოსებ ხახალეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის თვითიზოლაციაშია გადასული. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ხახალეიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ყველამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას რეკომენდაციები, რომ ქვეყანა ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. “მეგობრებო, მეც დამიდასტურდა კორონავირუსი და უკვე იზოლაციაში ვარ. ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში გამოწვევა ახლა როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვისაც კორონავირუსია, რომლის გავრცელების […]
ქუთაისში კორონავირუსით ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე გარდაიცვალა
ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 62 წლის ეპიდემიოლოგი, ლია შეყილაძე NCDC-ში მუშაობდა. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და მკურნალობას კლინიკაში გადიოდა. ექიმის მდგომარეობა თავდაპირველად მდგომარეობა სტაბილური იყო, მოგვიანებით კი დამძიმდა და მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს. ექიმ-ეპიდემიოლოგი გუშინ, 27 ნოემბერს, გვიან ღამით გარდაიცვალა. იმერეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარას და გურიას გაზის მიწოდება შეუწყდა
აჭარა-გურიის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო დღეს დილით, დაახლოებით 7 საათზე ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. “სოკარ აჭარის” ხელმძღვანელის, ვახტანგ ბერიშვილის ინფორმაციით, უცნობია, რამ გამოიწვია დაზიანება და მიზეზებს “გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სწავლობს. ბუნებრივი აირის მიწოდება ამ დროისთვის შეწყვეტილი აქვთ აჭარასა და გურიაში არსებულ აბონენტებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება. ბათუმელები
ავთანდილ თალაკვაძე ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ცენტრის დირექტორობიდან გადადგა
ავთანდილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნული თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. „გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ ავთანდილ თალაკაძემ პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრის დირექტორის პოზიციის დატოვებასთნ დაკავშირებით განცხადება უკვე დაწერა“,-აცხადებენ უწყებაში. კითხვაზე, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ავთანდილ თალაკვაძე, უწყებაში აცხადებენ, რომ […]
პატრიარქი – შობის ამ მარხვაში სასულიერო პირებს შეეძლებათ მორწმუნეებს რძის ნაწარმის გამოყენების უფლება მისცენ
საშობაო მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს მიმართავს. როგორც პატრიარქის მიმართვაშია აღნიშნული, ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმინდა ზიარების მისაღებად. „28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებულია […]
“ვიბრძვით კობას სიცოცხლისთვის, მძიმე მდგომარეობაა” – ინგა ბიწაძე
23 ნოემბერს, პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი თირკმლის უკმარისობის დიაგნოზით ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ორ დღეში კლინიკაში მკურნალობისას პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და სეპტიკური შოკი განუვითარდა. იგი ახლა მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. კობა დავითაშვილის მეუღლის – ინგა ბიწაძის თქმით, ექიმები წინასწარ ვერაფერს ამბობენ. „ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ვიბრძვით სიცოცხლისთვის“ – ამბობს ინგა ბიწაძე. პოლიტიკოსს, რომელიც სხვადასხვა დროს, საქართველოს […]
დაინფიცირებული მეტროს მემანქანეების რიცხვი 70-მდე გაიზარდა
პროფესიული კავშირი “ერთობა 2013” აცხადებს, რომ ამ დროისთვის დაინფიცირებული მეტროს მემანქანეების რიცხვი 70-მდე გაიზარდა, ხოლო უშუალოდ მატარებლის მოძრაობასთან დაკავშირებული 30 ადამიანი ინფიცირებულია. პროფკავშირში აცხადებენ, რომ მეტროს სრულფასოვანი მუშაობისათვის დღის ჭრილში 120 მემანქანეა საჭირო, ხოლო ადგილზე დასაქმებულია 220 მემანქანე. “გამომდინარე აქედან, სამუშაო გრაფიკს უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ვეღარ ავსებდა ის რაოდენობა მემანქანეებისა, რაც ჯერ კიდევ ახერხებდა მუშაობას. გარდა მემანქანეებისა, სხვადსხვა სამსახურებში კოვიდის გავრცელება საფრთხილო ნიშნულს გასცდა, შესაბამისად […]
კორონავირუსით “იმედის კლინიკის” ექიმი ზაზა იმერლიშვილი გარდაიცვალა
კორონავირუსით 57 წლის ექიმი, ზაზა იმერლიშვილი გარდაიცვალა. ის „იმედის კლინიკაში“ გინეკოლოგად მუშაობდა. მას განუკურნებელი დაავადება ჰქონდა, ამიტომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ზაზა იმერლიშვილს 2017 წელს გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 3470 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 102 270-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 161 მოქალაქე.










