ზურაბ ჯაფარიძემ ბინად იქირავა 10.000 ლარით დაჯარიმებული ბათუმის ფიტნეს კლუბი

ზურაბ ჯაფარიძემ ბინად იქირავა 10.000 ლარით დაჯარიმებული ბათუმის ფიტნეს კლუბიბათუმის ერთერთი ფიტნესკლუბი – Reformerfitness – გუშინ ამოქმედებული შეზღუდვების მიუხედავად, მუშაობას არ წყვეტს. ცოტა ხნის წინ კი “გირჩის” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, Facebook-ზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ მან Reformerfitness ბინად იქირავა.

“ადამიანები აქ ვარჯიშობენ, იჯანსაღებენ ორგანიზმს. სწორედ ამიტომ, მე მთელს დარბაზს ვქირაობ ჩემს საცხოვრებელ სახლად. ფიტნეს-კლუბის დირექტორი ფართთან ერთად აქირავებს სავარჯიშო ინვენტარსაც. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქ, ჩემთან სტუმრად მოსვლა, ვისაც ვარჯიში უნდა”, – ამბობს ჯაფარიძე.

თავის მხრივ, Reformerfitness-ის დირექტორი გუშინ გამოწერილი ჯარიმების გადახდას არ აპირებს და ფიქრობს, რომ თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის უფლება უმნიშვნელოვანესია.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან – მეორე “ლოქდაუნის” პირობებში – საქართველოში ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები ისევ დაიხურა.

მთავარი