ოჯახის წევრები 14 წლის ლუკა კოპალიანს ეძებენ. მოზარდი რამდენიმე საათის წინ საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიიდან (ორთაჭალა, გორგასლის ქუჩა)გაუჩინარდა. როგორც ცნობილია, ლუკა აუტისტური სპექტრის მქონეა. აცვია სამხედრო ჟილეტი, კრემისფერი პულოვერი, სპორტული შარვალი და ოთახის ჩუსტები. თუ ვინმეს გაქვთ რაიმე სახის ცნობა მოზარდის ადგილსამყოფელის შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდეთ ნომერზე: 555 68 08 70 დედა (ქეთი თიკანაშვილი).
კატეგორია: საზოგადოება
ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას კოვიდ 19 დაუდასტურდათ – ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისინი ვერ ითამაშებენ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ფედერაციაში აცხადებენ, 10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე – ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიაზე დადებითი პასუხი აჩვენა. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. “საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა […]
საქართველოში 1 დღე-ღამეში კოვიდ 19-ით 45 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. თბილისში გარდაიცვალა – 18, აჭარაში – 14, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში – 3, კახეთში – 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი. სულ, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვალების 566 შემთხვევა ფიქსირდება.
გახარია კოვიდ 19-გან განიკურნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, PCR ტესტის პასუხი,რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია. შესაბამისად, გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. გიორგი გახარიას კორონავირუსი 2 ნოემბერს დაუდასტურდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი.
ნინო ბურჯანაძისა და გიგი უგულავას სელფი რეაქციაში – ვიდეო
ნინო ბურჯანაძისა და გიგი უგულავას სელფი პირდაპირ ეთერში – რეაქციის წამყვანის, ინგა გრიგოლიას სიტყვებზე, რომ მას ვერ წარმოედგინა, ოპოზიციური პარტიები ერთად შეკრება და დღეს უგულავა და ბურჯანაძე მის გადაცემაში ერთად, გვერდიგვერდ,ერთ თემაზე მოსაუბრეებს იხილავდა გიგი უგულავამ ასე უპასუხა: “აი, სელფსაც გადავიღებდით კიდეც” – თქვა უგულავამ და პირდაპირ ეთერში ბურჯანაძესთან ერთად სელფი გადაიღო. https://www.newposts.ge/img/photos2/fr_1605029986356737.mp4
არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, კლინიკაში რომ დამატებითი პაციენტები მივიღოთ – ლევან რატიანი
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაინფიცირებულების მოხვედრის შანსი თანდათან მცირდება, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. „ჩვენი კლინიკის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, რომ დამატებითი პაციენტები მივიღოთ, თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კლინიკას ამისი საშუალება არ გააჩნია. მედპერსონალიც დაინფიცირებულია. თუმცა, ვინც მუშაობს – ექიმები, მედდები და სანიტრები აქ […]
კოვიდ 19-ის ამერიკულ-გერმანული ვაქცინა 90%-ით ეფექტურია
აშშ-ის წამყვანი ფარმაცევტული კომპანია პფაიზერისა და გერმანული კომპანია ბიონტექის განცხადებით, მათ მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90% -ზე მეტს იცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პფაიზერისა და ბიონტექის ვაქცინა ექსპერიმენტულ მიდგომაზეა დაფუძნებული, რომელიც იმუნური სისტემის მომზადების მიზნით, ვირუსის გენეტიკური კოდის ნაწილის ინექციას გულისხმობს. კომპანიები აცხადებენ, […]
“ნიკა გვარამიასგან წიხლი საწყენი არაა” – ამირან გამყრელიძე
რამდენად მიზანშეწონილია საპროტესტო აქციის დაშლა წყლის ჭავლით კორონავირუსის პირობებში – ამირან გამყრელიძის თქმით, მის მიმართ ეს შეკითხვა პოლიტიკური ქვეტექსტით იყო დასმული, რაზეც პასუხის გაცემა არ ისურვა. “ჩვენ ექიმები ვართ აპოლიტიკური პიროვნებები, მეც მკითხეს ეს გუშინ და მერე „გაისეირნეს“ ჩემზე კარგად. ჩვენ, ექიმები, ვართ ჩართულები ყველაზე უფრო წინა ხაზზე ამ უზარმაზარ გამოწვევასთან, რომელიც ხდება საუკუნეში ერთხელ. […]
„ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი“ – ცერცვაძე-გამყრელიძე პანდემიის დროს წყლის ჭავლის გამოყენებაზე დასმულ კითხვას არ პასუხობენ
შსს-მ ცესკოთან მიმდინარე აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, თანაც ისე, რომ ხმოვან გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონია. ტელეკომპანია „მთავარი“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს და NCDC-ის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა და ორივეს იდენტური კითხვა დაუსვა: ნოემბერში ადამიანების წყლის ჭავლით დაშლა საფრთხეს შეუქმნის თუ არა მათ ჯანმრთელობას და რა რისკებს შეიცავს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით? შექმნის […]
2.901 ინფიცირებული, 2.799 განკურნებული, 34 გარდაცვლილი – კოვიდ 19-ის 7 ნოემბრის სტატისტიკა საქართველოში
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 57 753-ს შეადგენს. “გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 799 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 42 572-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 […]









