კოვიდ-19-ის ვაქცინის გამომგონებელი აცხადებს, რომ 2021 წლის ზაფხულისთვის მისი შექმნილი ვაქცინა შემთხვევების 50%-ს შეამცირებს. უღურ შაჰინის მტკიცებით, ვაქცინას აქვს უნარი შეაფერხოს მისი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, ასევე მეცნიერი აღნიშნავს, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ს შეუზღუდავს მარტივად გავრცელების უნარს და მისი სიმპტომები გამოხატული იქნება შედარებით მსუბუქი ფორმით. რა იქნება ზაფხულამდე – ეს ამ დროისთვის ყველაზე აქტუალური კითხვაა. ჯანდაცვის სფეროს […]
კატეგორია: საზოგადოება
სამტრედიის მეთორმეტე საჯარო სკოლამ ორი დღის განმავლობაში ორი პედაგოგი დაკარგა
სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლამ 2 დღის განმავლობაში 2 პედაგოგი დაკარგა. საჩხერის კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 წლის ქალი, ისტორიის პედაგოგი. მაია გიორგაძე ვირუსის სიმპტომებით საჩხერის კლინიკაში 22 ოქტომბერს მოათავსეს. როგორც ახლობლები ამბობენ, მას არანაირი თანამდევი ავადმყოფობები არ გააჩნდა. კლინიკაში თანდათან დამძიმდა, ბოლო დღეებში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმებმა, დიდი მცდელობის მიუხედავად, მაია გიორგაძის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ერთი […]
უშგულში გენიოსი ფრიდონ ნიჟარაძე გარდაიცვალა
ქართველი მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე გარდაიცვალა. ამის შეხებ ფეისბუქში გვერდი “სვანეთი და სვანები” წერს: “ძალიან სამწუხარო ინფორმაცია უშგულიდან . გარდაიცვალა ქართველი გენიოსი მხატვარი, ფრიდონ ნიჟარაძე. ვიზიარებ ოჯახის ამ უდიდეს მწუხარებას… უფალმა დაუმკვიდროს მის სულს ცათა სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ … ამინ წყარო : უშგული • კაფე ენგური”
ლევან რატიანი – “112 რომ რეკავს და ვეუბნებით, არ გვაქვს ადგილი, ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია”
ალბათ, ყველა ველოდით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ მასშტაბით რომ გავრცელდებოდა ინფექცია, რატომღაც წარმოუდგენელი იყო, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ასეთი ზრდა ჯანდაცვის სისტემისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. „ჩვენს ქვეყანაში მოხდა ის, რაც ალბათ ძნელად წარმოსადგენი იყო. მართალია, ალბათ, ყველა ველოდით ინფიცირებულთა […]
3.473 ინფიცირებული, 3.342 განკურნებული, 37 გარდაცვლილი – კოვიდ 19-ის 12 ნოემბრის სტატისტიკა
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი […]
“ეს ძალიან კარგი 5 წელი იყო” – ვაისმა საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს მისი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ტოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციამ “ტვიტერით” გაავრცელა. “ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს. ეს არ იყო ადვილი დრო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი 5 წელიწადი იყო. დამწუხრებულნი ვართ”, – განაცხადა ვაისმა. მან თამაშის გამო ბოდიში მოიხადა. […]
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გარდაიცვალა
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გარდაიცვალა. იგი, ბოლო პერიოდში მძიმე დაავადებას სიმსივნეს ებრძოდა. ავთანდილ ბერიძე 2012-2016 წლებში აჭარის უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელობდა. “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2012-2016 წლების საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის – ავთანდილ ბერიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, თანამებრძოლებსა და საზოგადოებას, რომლის სამსახურშიც იყო სიცოცხლის ბოლომდე. ავთანდილ […]
გარდაიცვალა პარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებმა დაადასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა გუჯაბიძის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ბიძინა გუჯაბიძე 1956 წლის 24 თებერვალს დაიბადა, 2004 და 2012 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი.
თბილისის ცენტრის დიდ ნაწილს 2 საათიდან წყალი შეუწყდება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 12 ნოემბერს, საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის ქუჩა N24 ის მიმდებარედ, ავარიულად დაზიანდა კომპანიის მაგისტრალური წყალსადენი. კომპანიისვე განცხადებით, ამ ეტაპზე ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამუშაო ჯგუფები, წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. „დაზიანების აღსადგენად მიმდინარეობს გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები. სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის […]
3.120 ინფიცირებული, 2.358 განკურნებული, 33 გარდაცვლილი – 11 ნოემბრის კოვიდ 19-ის სტატისტიკა საქართველოში
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3.120 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3.120 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 69.681-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების […]










