“ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი კობახიძეს პირადობის მოწმობა დაავიწყდა.
კატეგორია: საზოგადოება
“20 წელია, საფრანგეთში ვცხოვრობ, დიღომში ჩემს ბინაში 157 ადამიანი ჩაწერეს” – ნუგზარ სულაშვილი
საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ნუგზარ სულაშვილი ამბობს, რომ მისი ცოლის, ცირა სულაშვილის ბინაში 157 კაცი ჩაწერეს. ამ თემაზე მან “მთავართან” ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ იცის ვინ არიან მათ მისამართზე ჩაწერილი პირები ან როგორ მოხვდა ამდენი ადამიანი წინასაარჩევნოდ ერთ ბინაში. სულაშვილის თქმით, ისიც და მისი ცოლიც 20 წელია საფრანგეთში ცხოვრობენ, ბინა სოფელ დიღომში, ცენტრალურ ქუჩაზე აქვთ. […]
პატრიარქი – “მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება”
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II- განცხადებას ავრცელებს. “საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს, მრევლს, საქართველოს მოსახლეობას 31 ოქტომბერს საშუალება ეძლევა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა. ჩვენი ხალხი გონიერია და, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, კარგად აფასებს მოვლენებს. ამიტომაც მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა […]
კალაძე – “გორთან ავარიის ფონზე ყველაფერი უფერულდება”
არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული – ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე, – ამის თაობაზე პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. “ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს! ავტოშემთხვევის დროს დაშავებულ მოქალაქეებს კი, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – განაცხადა კალაძემ. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 11-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა […]
გახარია – “ვუსამძიმრებ გორთან დაღუპულების ოჯახებს, ჩვენ დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს”
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმრა. “პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ გორის მახლობლად დატრიალდა. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს. ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ”, – განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის […]
ხატია დეკანოიძე – “დიდი გლოვა გვაქვს, გორთან დაღუპულები ნაციონალების მხარდამჭერები იყვნენ”
ძალიან ცუდია, როდესაც მსგავსი ტრაგედიებით, სამწუხაროდ, ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა სახის პროპაგანდისტული გამონათქვამებით, ადამიანების ცნობიერებაზე იმოქმედოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ავარიისას გარდაცვლილი ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ. „წარმოუდგენელი ტრაგედიაა, 5 ადამიანია გარდაცვლილი. სამედიცინო მანიპულაციები გრძელდება კიდევ ერთ ადამიანთან. დიდი გლოვა გვაქვს. მე პირადად […]
1.696 ინფიცირებული, 2.906 განკურნებული, 12 გარდაცვლილი – 29 ოქტომბრის კოვიდ სტატისტიკა საქართველოში
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1.696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 37.263 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2.906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19.810 -ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3.070 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4.200 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2.324 -ს შეადგენს. […]
ბუბა კიკაბიძე – “თბილისო რუსულად იმიტომ ვიმღერე, რომ გაეგოთ, რა ლამაზი ქვეყანა ვართ”
“გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” პირველმა ნომერმა, მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ განმარტა, რომ სიმღერა “თბილისოს” ნაწილი რუსულად იმიტომ შეასრულა, რომ მათ გაეგოთ, რა ლამაზი ქვეყანა ვართ. ბუბა კიკაბიძეს განმარტება მას შემდეგ მოუხდა, რაც სოციალურ ქსელში მის მიერ რუსულად ნამღერ “თბილისოს” უარყოფითი კომენტარები მოჰყვა. “პირველად ვდგავარ ტრიბუნასთან, ამდენი ხალხის წინაშე ახლა დამირეკეს, რატომ იმღერე თბილისოს ორი კუბლეტი რუსულადო. […]
1.709 ინფიცირებული, 2.075 განკურნებული, 20 გარდაცვლილი – 28 ოქტომბრის კოვიდ სტატისტიკა საქართველოში
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1.709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 35.567-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2.075 პაციენტი და საერთო რაოდენობა 16.904-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3.324 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4.209 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2.346 -ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით […]
ქუთაისში 1 თვის პაციენტმა კოვიდ 19 დაამარცხა
ქუთაისში, კლინიკა “ლჯ და კომპანიაში” კორონავირუსი 1 თვის პაციენტმა დაამარცხა. ინფორმაციას კლინიკამ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. ბავშვს კლინიკაში დაახლოებით 2 კვირა მკურნალობდნენ. სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული მცირეწლოვანი, რომელმაც კოვიდ-19 დაამარცხა კლინიკიდან დღეს გაეწერა. რუსთავი 2









