კატეგორია: საზოგადოება

გოგი წულაიას გულის ოპერაცია გაუკეთეს – მისი მდგომარეობა სტაბილურია

გოგი წულაიას გულის ოპერაცია გაუკეთეს - მისი მდგომარეობა სტაბილურია

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარეს გოგი წულაიას ოპერაცია გულზე ჩაუტარდა. როგორც პოლიტიკოსის თანაპარტიელი ვეფხო მიქაუტაძე აცხადებს, გოგი წულაის გულის ოპერაცია ჩაფიძის კლინიკაში 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. გოგი წულაია ინფარქტით საავადმყოფოში 16 სექტემბერს გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილური იყო. რუსთავი 2

ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება, რესტორნები 10 საათამდე იმუშავებს

ბათუმში ყველა დიდი ღონისძიება გაუქმდა

საკოორდინაციო საბჭომ აჭარაში ახალი შეზღუდვები დააწესა. 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება. „ხვალ 22.00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, დღის განმავლობაში რესტორნები ჩვეულებრივად იმუშავებენ და 22:00 საათიდან დილამდე დაიკეტებიან.

როგორ ერთობიან კორონიანი პაციენტები – ვიდეო

როგორ ერთობიან კორონიანი პაციენტები - ვიდეო

ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის რეანიმაციული განყოფილებიდან ვიდეო ვრცელდება, სადაც კორონიანი პაციენტები მკურნალობენ. როგორ ზრუნავს მედპერსონალი პაციენტების გასამხიარულებლად. ვიდეოს სოციალურ ქსელში მადონა თურმანიძე ავრცელებს. https://www.facebook.com/region.kvira.ge/videos/1049059512214766

საქართველოში კოვიდ 19-ის 259 ახალი შემთხვევაა, განიკურნა 62

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4399 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 62 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1705-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 640-ს შეადგენს. ქვეყანაში […]

გახარია – “სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს”

გახარია - "პანდემიის მეორე ტალღა იწყება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭის დღევანდელ სხდომაზე იმ ეტაპებზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს. „რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც. ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“,- განაცხადა გახარიამ.

“ბებიამ ანდერძით ფული დამიტოვა” – იტალიელი ტატიანა ინგრაო სვანეთში ნათესავებს ეძებს

"ბებიამ ანდერძით ფული დამიტოვა" - იტალიელი ტატიანა ინგრაო სვანეთში ნათესავებს ეძებს

ტატიანა ინგრაო 40 წლის იტალიელი ქალბატონია. როგორც თავად ამბობს, ქართველი წინაპრების ჰყავს მამის მხრიდან – მამის დედა და შესაბამისად, ბებიის სანათესავო, საქართველოში, კონკრეტულად კი სვანეთში ეგულება. ტატიანას ჩვენმა თანამემამულემ დაგვაკავშირა, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, მისი ამბავი შემთხვევით შეიტყო და დახმარება შესთავაზა. როგორც ტატიანამ მას უამბო, 1980 წელს არის დაბადებული. მამამისი ანჯელი მინიოზაა (Angelo Mignosa) და სწორედ […]

ლევან კობერიძე – “ექიმი ვახტანგ ყიფიანი ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია”

ლევან კობერიძე - გახარიამ იმდენჯერ გააკეთა რაღაც განცხადება და მერე საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა, რომ უკვე  საინტერესოც აღარ არის

“დღეს ჩვენი კოლეგა ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია”- „ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე ექიმ ვახტანგ ყიფიანის დაპატიმრებას ეხმაურება. კობერიძის თქმით, მინისტრი უნდა რეაგირებდეს და იყოს კეთილსინდისიერი პროფესიონალი ექიმის დამცველი, რაც არ ჩანს. „ვახტანგ ყიფიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არის ჯანდაცვის სექტორის, ექიმების წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება! ვაყენებ მინისტრის პირად […]

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმეთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

"3 შვილის დედამ არ იცოდა, ფეხმძიმედ რომ იყო" - რა მოხდა კასპში

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმეთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორი ზურაბ პაპავა აცხადებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პაპავას ცნობითვე, დღეს ერთი ფეხმძიმე ქალბატონის საკეისრო კვეთა იგეგმება. „ამ დროისთვის ჩვენს კლინიკაში 24 ფეხმძიმე გვყავს. ასევე, დამატებით მიმდინარეობს 25 ფეხმძიმეს ტრანსპორტირება. დღეს ერთ ფეხმძიმეს საკეისრო კვეთა ჩაუტარდება. რაც შეეხება ახალშობილს, რომლის ნიმუში უკვე აიღეს, […]

შოთი არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

შოთი არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. უზბეკური მედიის ინფორმაციით, ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე დღევანდელ თამაშში, ვერ უხელმძღვანელებს.

საქართველოში კოვიდ 19-ის 227 ახალი შემთხვევაა, 69 განიკურნა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4140 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1643 -ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე