კატეგორია: საზოგადოება

ბათუმში ყველა დიდი ღონისძიება გაუქმდა

ბათუმში ყველა დიდი ღონისძიება გაუქმდა

ბათუმში დაგეგმილი რამდენიმე დიდი ღონისძიება გართულებული ეპიდსიტუაციის გამო გაუქმდა. გადაწყვეტილება 1 სექტემბერს საკონდიტრო “დონაში” აღმოჩენილმა ინფიცირების შემთხვევებმა განაპირობა. ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლები უჩივიან ზარალს, რომელიც გაუქმებულ მუსიკალურ ღონისძიებებს მოჰყვება და ბიზნესის ხელშეწყობისათვის მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. გაუქმდა ყველა დიდი სამომავლო ღონისძიება. ძალიან რთული სიტუაცია გველოდება წინ – ბიზნესი ნადგურდება, ორგანიზატორებიც ცუდ დღეში არიან, ისინი ვერ უხდიან დაპირებულ ჰონორარს ვერც ადგილობრივ და […]

კოვიდ 19-ის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო “დონას” კლასტერიდანაა

კოვიდ 19-ის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო “დონას” კლასტერიდანაა, 7 ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, 4 შემთხვევა შემოტანილია (მათგან 2 მძღოლია). მისივე თქმით, 5 პირზე მიმდინარეობს კვლევა ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით. რუსთავი 2

“ციხეებში გავრცელდა ვირუსი! ის არის საშინლად გადამდები და ვრცელდება ძალიან სწრაფად” 

ბავშვთა პენიტენციურ დაწესებულებაში 1 მსჯავრდებული დაჭრეს

მოძრაობა “შემახე ამნისტია” სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. პოსტში პატიმრების ოჯახის წევრების მიერ მოძრაობის წევრებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზეა საუბარი, სადაც ნათქვამია, რომ ციხეებში ვირუსი გავრცელდა და პატიმრები ცუდ პირობებში არიან. “პატიმრების ოჯახის წევრები იწერებიან , რომ ციხეებში გავრცელდა ვირუსი! აქ არ არის საუბარი კოვიდ ინფექციაზე! იქ ნებისმიერი ვირუსი არის საშინლად გადამდები და ვრცელდება ძალიან სწრაფად . პატიმრების […]

სუსის თანამშრომელს კოვიდ 19 დაუდასტურდა – 38 თანამშრომელი კარანტინში გადაიყვანეს

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ამ პირთან დაკავშირებული უწყების 38 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი. მათ პირველადი ტესტირებით კორონავირუსი არ უდასტურდებათ. უწყების ცნობით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. ამასთან, უცნობია, თავად უწყების თანამშრომლის დაინფიცირების წყარო.

თბილისის მეტროში მოძრაობა აღდგა

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა

თბილისის მეტროში მოძრაობა აღდგა. როგორც „ინტერპრესნიუსს” თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, მოძრაობის შეწყვეტა ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია. თბილისის მეტროპოლიტენში შეფერხება დაახლოებით 09:20 წუთზე დაფიქსირდა. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.

თბილისში მეტრო გაჩერდა

თბილისში მეტრო გაჩერდა

თბილისის მეტროში შეფერხებაა. მატარებლები სხვადასხვა სადგურზე დაახლოებით 30 წუთია გაჩერერებულია. „დაახლოებით ნახევარი საათია, რაც სადგურის მოედანზე ვართ გაჩერებული. დისპეჩერმა გასცა ბრძანება, რომ ყველა მატარებელი გაჩერებულიყო. არ ვიცით მიზეზი, რის გამო გავჩერდით“, – განუცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა „ინტერპრესნიუსს“. თავის მხრივ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, რომ მეტროს შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზია და შესაბამისი ჯგუფები პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.

გორის ჰოსპიტალის დირექტორმა გარდაცვლილი პაციენტები კლინიკაში ვალის დასაფარად დაიბარა

31 წლის ლევან ჯიოშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უეცრად გარდაიცვალა

გორში, წლების წინ გარდაცვლილების სახელზე სამხედრო ჰოსპიტალიდან წერილები მიიღეს. დირექტორი 5-8 წლის წინ გარდაცვლილებს დავალიანების დასაფარად კლინიკაში 2 კვირის განმავლობაში გამოცხადებას სთხოვს. “კურიერს” მოქალაქეებმა 19 აგვისტოთი დათარიღებული 2 წერილი მიაწოდეს. ჰოსპიტალში განმარტავენ, რომ წერილები დავალიანების მქონე პაციენტებს დაეგზავნათ. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით კი, ბოლო 3 წლის განმავლობაში სამხედრო ჰოსპიტალში დაგროვილი დავალიანება მოქალაქეებს ჩამოეწერებათ. რუსთავი 2

ირაკლი კობახიძე – “კორონავირუსზე ტესტირება მეც გავიარე და შტაბის წარმომადგენლებმაც, პასუხი იყო უარყოფითი”

ირაკლი კობახიძე - "2020-ში "ოცნება" 60%-ს აიღებს, ნაციონალები და "ევროპული საქართველო" - ჯამში 20%-ს"

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პარტიის თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის გარკვეული ზომები იქნა მიღებული, თუმცა ეს არ შეაფერხებს მათ წინასაარჩევნო კამპანიას. „უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით მუშაობის სტანდარტულ გრაფიკს. ეს არ შეაფერხებს ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანია აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. ჩვენ შედარებით შევზღუდეთ შტაბის თანამშრომელთა მოსვლა საარჩევნო ოფისში და ასევე, სპეციალური ზომებია მიღებული მათ შორის, პირბადე, […]

ნესტან აბჟანდაძე საქართველოში დაბრუნდა – “ჩემი ქმარი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს”

ნესტან აბჟანდაძე საქართველოში დაბრუნდა - "ჩემი ქმარი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს"

თერ­ჯო­ლა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 11 წლის ავთო აბ­ჟან­და­ძის დედა, ნესტან აბ­ჟან­და­ძე 30 აგვისტოს სა­ბერ­ძნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. ნესტან აბ­ჟან­და­ძე ბავ­შვის მა­მის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს. ასე­ვე ცნო­ბი­ლი გადა სა­პატ­რი­არ­ქოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გარ­დაც­ვლილ ბავ­შვს წესს სა­ეკ­ლე­სიო ნორ­მე­ბის სრუ­ლი დაც­ვით აუ­გე­ბენ. “სა­პატ­რი­არ­ქომ მი­ი­ღო სრუ­ლი­ად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გან­ჩი­ნე­ბა. რა­საც სა­პატ­რი­არ­ქო ღე­ბუ­ლობს, იქ ორი აზრი არ არ­სე­ბობს… არას­რულ­წლო­ვა­ნია და შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვმა გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად […]

კოვიდ 19-ით ინფიცირებულმა ქალმა თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა და სასტუმროში ტაქსით მივიდა

კოვიდ 19-ით ინფიცირებულმა ქალმა თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა და სასტუმროში ტაქსით მივიდა

ზუგდიდის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ცნობით, ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა, თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა. ასევე, იგი 28 აგვისტოს ჩავიდა და სასტუმროში დაბინავდა. ეპიდემიოლოგებმა ამ ეტაპისთვის, მისი კონტაქტების ნაწილი უკვე დაადგინეს და თვითიზოლააციის რეკომენდაცია გასცეს. „ინფიცირებული პაციენტი თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მგზავრების ნაწილს უკვე დავუკავშირდით და ისინი გადაყვანილები არიან იზოლაციაში. ის მოქალაქეები, რომლებსაც სახლში აქვთ პირობები, თვითიზოლაციაში იქნებიან, ხოლო დანარჩენებს გადავიყვანთ […]