თერჯოლის რაიონში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის წესის აგებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცლებს. “თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის წესის აგებასთან დაკავშირებითმიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი […]
კატეგორია: საზოგადოება
“ავთანდილ აბჟანდაძეს წესის აგების გარეშე ნუ გაუშვებთ ამ ქვეყნიდან” – ბავშვის ბებიამ საპატრიარქოს მიმართა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის ავთანდილ აბჟანდაძის ბებია საპატრიარქოს თხოვნით მიმართავს. მოზარდის ბებია საპატრიარქოს სთხოვს, ბავშვს წესი აუგონ, რადგან ის ეკლესიური იყო. „ვთხოვთ საპატრიარქოს, დამეხმაროს და ჩემს პატარას წესის აუგებლად ნუ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან. ბავშვი მორწმუნე იყო, შეიძლება, თავი არც მოუკლავს. მაგრამ, თუ ეს მართლა ჩაიდინა, ეს გააკეთა სტრესის გამო და ამიტომ, ვთხოვ […]
ნესტან აბჟანდაძე თბილისში დღეს საღამოს ჩამოფრინდება
სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დაკრძალვა ამ დრომდე ვერ ხერხდება – ოჯახი დედის ჩამოსვლას ელოდება. არსებული ინფორმაციით, ის თბილისში დღეს საღამოს ჩამოფრინდება. მას აეროპორტში PCR ტესტი ჩაუტარდება და ამის შემდეგ თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცემა. 10 წლის წინ, ემიგრაციაში წასული ნესტან აბჟანდაძე სამშობლოში დასაბრუნებლად, საბერძნეთიდან, რამდენიმე დღის წინ გამოემგზავრა, თუმცა პასპორტის ვადის გასვლის გამო, მესაზღვრეებმა ის თურქეთის […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 18:05 საათზე, თიანეთიდან 30 კილომეტრში, სოფელ ახადთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო.
“ბიჭის ნიშნებიც აქვთ და გოგოსიც” – საქართველოში 2 ინტერსექსუალი ბავშვი დაიბადა
მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში საქართველოში ორი ინტერსექსუალი ბავშვი დაიბადა. როგორც სამშობიაროს გინეკოლოგი განმარტავს, ჩვილების რეპროდუქციული ორგანო ორივე – მდედრობითი და მამრობითი –სქესით ხასიათდება. გინეკოლოგი გოგიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია და მის პრაქტიკაში ბოლო 9 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. „9 წლის განმავლობაში, ჩემს კლინიკაში ასეთი შემთხვევა არ მქონია, ძალიან იშვიათია, ასეთ ახალშობილებს თბილისში, […]
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს დახმარება სჭირდება
პირველი არხის თანამშრომელს, ჟურნალისტს, მარიამ ჭელიძეს დახმარება სჭირდება. მარიამი რამდენიმე წელია, ებრძვის მძიმე დაავადებას. ბოლოს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მარიამს აქვს აგრესიული ფორმის მეტასტაზი, რისთვისაც საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. მარიამს სჭირდება თურქეთში გამგზავრება და მკურნალობის გაგრძელება. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ, თანხა გადარიცხოთ ანგარიშის ნომერზე – GE96TB7722645061600017, მიმღები მარიკა ჭელიძე.
მედიაკავშირი ობიექტივი გადაცემის რუსულ ენაზე გაშვების გამო 5.000 ლარით დაჯარიმდა
კომუნიკაციების კომისიამ არასამეწარმეო მედია – კავშირი „ობიექტივი“, ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემების გამო, 5.000 ლარით დააჯარიმა და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომუნიკაციების კომისიიდან აცნობეს, საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას „ყველას გასაგონად“, რომელიც „ობიექტივის“ ეთერში რუსულ ენაზე გავიდა. აღნიშნული გადაცემა სამაუწყებლო ბადეში კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით დასაშვები ხანგრძლივობის გადაჭარბებით და ასევე, […]
11 წლის გარდაცვლილი ბიჭის დედა, ნესტან აბჟანდაძე, საქართველოში ვერ ჩამოდის
11 წლის შვილზე ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული მამა, ფრიდონ აბჟანდაძე, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. როგორც ცნობილია, მას დამცველი არ ჰყავს და სწორედ ამის გამო დღევანდელ პროცესზე გარდაცვლილის მამა თავად ცდილობდა მოსამართლის დარწმუნებას. მან თქვა, რომ პროკურატურის შუამდგომლობაში მოყვანილი ფაქტები ტყუილია და მას საკუთარი შვილი მუდმივი სტრესისა და შიშის ქვეშ არ ჰყოლია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფრიდონ აბჟანდაძე ბრალს არ აღიარებს. პირიქით – დღევანდელ პროცესზე […]
გია ვოლსკი – „აბორტების რაოდენობა ორჯერ შემცირდა“
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვების დასახმარებლად გატარებული ღონისძიებები დადებითად ფასდება. „ახლახან მოვისმინეთ გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვების დასახმარებლად მიღებული გადაწყვეტილებების საუკეთესო შეფასებით. ამასთანავე ბევრმა არც იცის, რომ ანგარიშში მოყვანილ მაჩვენებლების გარდა: •სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვები, 16 წლის ჩათვლით, […]
“შატილის ტურის მძღოლი ხევსურეთში პირველად იყო და ალბათ მუხრუჭებმა უმტყუნა”
traveler.ge-ს ხელმძღვანელი დღეს, საგურამოს პოლიციაში დაკითხვაზე 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. შალვა ბოლოთაშვილის თქმით, ის კომპანიის გიდს ავტოკატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა და ყველაფერი წესრიგში იყო. ბოლოთაშვილისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას მძღოლმა, რომელიც კლდეზე გადაჩეხვამდე მიკროავტობუსს გზაში შეხვდა. მისი მონათხრობით ირკვევა, რომ საბედისწერო ტურის მძღოლი შატილის გზაზე პირველად იყო, ჩქარობდა და სავარაუდოდ, მას მუხრუჭებმა უმტყუნა. საგამოძიებო მოქმედებები […]







