“დრიმლენდ ოაზისში” აღებული ყველა კვლევის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბიოლოგიური ნიმუში სულ 924 ადამიანს აუღეს და როგორც გაირკვა, კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ ექიმების კონფერენციაზე მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შემდეგ სასტუმრო ჩაკეტეს და 900-ზე მეტ ადამიანს გადაადგილების საშუალებას აღარ აძლევდნენ. ამ დროისთვის, “დრიმლენდ […]
კატეგორია: საზოგადოება
5 წლის გოგონა ზღვამ ისე გაიტაცა, რომ მშობლებმა ვერ შეამჩნიეს – ვიდეო
5 წლის ბავშვი გასაბერი კამერით ტალღებმა ზღვის სიღრმეში გამორიყა. საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქში გოგონა ნაპირზე მშობლებთან ერთად თამაშობდა, როდესაც ტალღებმა ისე გაიტაცეს, რომ მშობლებმა ვერც კი შეამჩნიეს ბავშვის გაუჩინარების შემჩნევისას, 5 წლის გოგოს დედ-მამა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ. მათ კი ზღვაში სამგზავრო ბორანის ეკიპაჟის წევრებს ბავშვის შესახებ ინფორმაცია გადასცეს. ბორანზე მყოფებმა, საბედნიეროდ, ბავშვი მათ სიახლოვეს იპოვეს […]
გოჩა ნონაშვილმა იგოეთთან ავარიაში მოყოლილი 4 მგზავრი სიკვდილს გადაარჩინა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ქართველ სამხედროზე, რომელმაც ოთხი მძიმე მდგომარეობაში მყოფი მგზავრი გადაარჩინა. „გუშინ გამთენიისას გოჩა ნონაშვილმა, რომელიც მსახურობს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონში კაპრალ-სპეციალისტის წოდებით ჩაიდინა სამოქალაქო გმირობა. მან მსუბუქი ავტომობილიდან, რომელიც იგოეთთან ხეს შეეჯახა, თავისი ჯანმრთელობის რისკის ფასად ამოიყვანა ოთხი მძიმე მდგომარეობაში მყოფი მგზავრი და პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია სასწრაფო დახმარების […]
ბათუმში ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმში ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბათუმში ავტობუსის მძღოლს, რომელიც #7 ხაზზე მუშაობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, კონტაქტში მყოფი პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. “გამოვლინდა ახალი შემთხვევა ბათუმში. კერძოდ, საუბარია, N7 ე.წ. ყვითელ სამარშუტო ტაქსზე, რომელიც მოძრაობს ხელვაჩაური – ბათუმის მიმართულებით და მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ ვისაც […]
ანუკი არეშიძე – “დედაჩემს ჩაქვის სასტუმრო ოაზისი არ დაუტოვებია და იქ იმყოფება”
თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ დედამისმა ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისი” დატოვა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. მისი ინფორმაციით, დედამისი სასტუმროში რჩება ინსტრუქციის სრული დაცვით. “ტყუილია!!!!გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაჩემმა დატოვა სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისის” ტერიტორია. დედა იმყოფება ჩაქვში, ექიმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და როგორც ყველა მისი კოლეგა, რჩება სასტუმროში ინსტრუქციის სრული დაცვით”,- […]
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი აქვს
ავსტრიული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და გრაცის “შტურმის” ფეხბურთელს ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი აქვს. ავსტრიული გამოცემა sturmnetz.at-ის სტატიის მიხედვით, “შტურმის” ორ ფეხბურთელს ფილიპ ჰუსპეკსა და ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდათ და 28 აგვისტოს “ინსბრუკთან” გამართული სათასო მატჩი ამის გამო გამოტოვეს. ცნობისთვის, კიტეიშვილი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა შეკრებაზე გამოიძახა, მაგრამ მოგვიანებით იგი სხვა ფეხბურთელით ჩაანაცვლა. აიპრესი
ჩაქვის ჩაკეტილი სასტუმრო “ოაზისი” კალაძის სიდედრის გამოსაყვანად 15 წუთით გახსნეს
კორონა ვირუსის შემთხვევის გამო ჩაკეტილი ჩაქვის სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისი” მხოლოდ 15 წუთით გაიხსნა. ტერიტორია ექიმთა იმ ჯგუფმა დატოვა, რომელთაც ჩაქვის სასტუმროში კონფერენცია უტარდებოდათ. ამ ექიმთა ჯგუფიდან ერთ-ერთს covid-19 დაუდასტურდა . “მთავარის” ინფორმაციით, ამ ექიმთა ჯგუფში ასევე იმყოფებოდა კახა კალაძის სიდედრი. სავარაუდოდ, სწორედ მის გამოსაყვანად გაიხსნა სასტუმროს ტერიტორია მცირე დროის განმავლობაში. ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსის დადასტურებული […]
ტიკარაძე – “ჩაქვის “ოაზისში” 1 ექიმს კოვიდ 19 დაუდასტურდა – იქ მყოფი 400 ექიმის შემოწმება იწყება”
ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა დაიწყება. „სასტუმრო „ოაზისში“ ჩემი კოლეგების კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ერთ-ერთ პირს ჰქონდა საეჭვო სიმპტომები, კონტაქტირებული იყო ინფიცირებულთან, რის გამოც ის გაიტესტა. სწორედ ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მას ინფექცია დადასტურდა“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია […]
კორონავირუსი “ნიკორას” მცხობელს და დამლაგებელს დაუდასტურდა
თბილისში, ვაჟა- ფშაველას გამზირზე მდებარე „ნიკორას“ მაღაზიაში აცხადებენ, კორონავირუსი დამლაგებელსა და მცხობელს დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, მაღაზიის 22 თანამშრომელი კარანტინის რეჟიმშია გადასული. მაღაზიის თანამშრომელს პირველად ახალი ტიპის ვირუსი 30 აგვისტოს დაუდგინდა, რის შემდეგაც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. დღეს დილით, კი მაღაზიამ მუშაობა განაახლა.
ჩაქვში სასტუმრო ოაზისი ჩაიკეტა – 900 სტუმარს გარეთ არ უშვებენ, 1 ქალს სიცხე აღმოაჩნდა
ჩაქვში სასტუმრო “ოაზისი” ჩაიკეტა – სასტუმროს თანამშრომლების ინფორმაციით სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს, ახალგაზრდა ქალს ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც ის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, პირველადი ლაბორატორიული კვლევის შედეგად ოაზისის სტუმარს ინფექცია არ დაუდასტურდა, თუმცა განმეორებითი კვლევაა საჭირო. სასტუმროში ამ ეტაპზე 900 პირი ისვენებს, ამ დრომდე ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. სასტუმროს […]










