ნესტან აბჟანდაძე საქართველოში დაბრუნდა – “ჩემი ქმარი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს”

ნესტან აბჟანდაძე საქართველოში დაბრუნდა - "ჩემი ქმარი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს"თერ­ჯო­ლა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 11 წლის ავთო აბ­ჟან­და­ძის დედა, ნესტან აბ­ჟან­და­ძე 30 აგვისტოს სა­ბერ­ძნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. ნესტან აბ­ჟან­და­ძე ბავ­შვის მა­მის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი გადა სა­პატ­რი­არ­ქოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გარ­დაც­ვლილ ბავ­შვს წესს სა­ეკ­ლე­სიო ნორ­მე­ბის სრუ­ლი დაც­ვით აუ­გე­ბენ.

“სა­პატ­რი­არ­ქომ მი­ი­ღო სრუ­ლი­ად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გან­ჩი­ნე­ბა. რა­საც სა­პატ­რი­არ­ქო ღე­ბუ­ლობს, იქ ორი აზრი არ არ­სე­ბობს… არას­რულ­წლო­ვა­ნია და შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვმა გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად მი­ი­ღო თვით­მკვლე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. წე­სის აგე­ბა მოხ­დე­ბა სამ­შა­ბათს”, – გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს დე­კა­ნოზ­მა თე­ო­დო­რე გა­მე­ზარ­დაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, აბ­ჟან­და­ძე­ე­ბის ოჯა­ხი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და, ვი­ნა­ი­დან გარ­დაც­ვლი­ლის დედა, სა­ბუ­თებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის გამო, თურ­ქეთ-სა­ბერ­ძნე­თის სა­ზღვრი­დან სა­ბერ­ძნეთ­ში და­აბ­რუ­ნეს და სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხებ­და.

ცნო­ბის­თვის, თერ­ჯო­ლა­ში 11 წლის ბავ­შვი პო­ლი­ცი­ამ ხეზე ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვა. შვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის და მას­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით ბავ­შვის მა­მაა და­კა­ვე­ბუ­ლი. და­კა­ვე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ამბები