კატეგორია: საზოგადოება

ლევან რატიანი – “ხევსურეთის ავარიაში დაშავებული ქალების ჯანმრთელობა სტაბილურია”

ლევან რატიანი - "3 ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული სამივე პაციენტთან უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება. „თქვენ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ კლინიკაში შემოყვანილი იქნა სამი ქალბატონი პოლიტრავმით. ჩატარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და კვლევა. 2 პაციენტთან ჩატარდა ინტერვენციული ოპერაცია, აქედან გამომდინარე, […]

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 436 შემთხვევაა დადასტურებული.​ რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 1 150-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

ლევან რატიანი – “ხევსურეთის ავარიაში დაშავებულ სამივე პაციენტში დადებითი დინამიკა შეინიშნება”

ლევან რატიანი - "3 ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს დადებითი დინამიკა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების მხრივ. ჰემოდინამიკა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. სამივე მათგანთან ჩვენ და მათ საბედნიეროდ, გამოჩნდა რქოვანას რეფლექსი და გუგის, რაც იმას […]

ვიქტორ სანიკიძის დედა კოვიდ 19-ით გარდაიცვალა

ვიქტორ სანიკიძის დედა კოვიდ 19-ით გარდაიცვალა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით მე-19 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნილ ვებგ­ვერ­დზე stopcov.ge-ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი კა­ლათ­ბურ­თელ ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძის დე­დაა. 65 წლ­ამდე ასა­კის რუ­სუ­დან ტო­მა­რა­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა. ცნო­ბის­თვის, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის რვა ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი 1 429-ს შე­ად­გენს, გა­მო­ჯან­მრთელ­და 1150 ადა­მი­ა­ნი. “დე­დას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, რაც კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ამ და­ამ­ძი­მა”, – გა­ნა­ცხა­და […]

“მამამ შვილი მხოლოდ წარბებით იცნო, მშობლებმა არ იციან, მიცვალებულს მიხედონ თუ ცოცხალს…”

"მამამ შვილი მხოლოდ წარბებით იცნო, მშობლებმა არ იციან, მიცვალებულს მიხედონ თუ ცოცხალს..."

23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დიდი ტრაგედია ტრიალებს მათ ოჯახებში და მთელი საქართველო გლოვობს. 25 წლის, რუსთაველი მედეა დევსურაშვილი სწორედ ამ ავარიას შეეწირა. სამი გადარჩენილიდან ერთ-ერთი კი მისი და, 23 წლის ხატია დევსურაშვილია, რომელიც ამჟამად კომაშია. „პრაიმტაიმი“ ოჯახის ახლო ნათესავს ესაუბრა: – ოჯახს სამი გოგო ჰყავს, მედეა უფროსია, მას ბებიის […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ყვარელთან, სოფელ ახალსოფლიდან 2კმ -ში დაფიქსირდა. იპნ

ნუცა ყანადაშვილი და დედამისი, დები ხათუნა და ირმა მარუაშვილები, ხატია ზაალიშვილი – ვინ დაიღუპა ხევსურეთის ავარიაში

ნუცა ყანადაშვილი და დედამისი, დები ხათუნა და ირმა მარუაშვილები, ხატია ზაალიშვილი - ვინ დაიღუპა ხევსურეთის ავარიაში

შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე კი 3 ადამიანი სიკვდილს ებრძვის, არსებული ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ერთ-ერთი გარდაცვლილი ნუცა ყანადაშვილია, რომელიც ხევსურეთის ტურში დედასთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად გარდაიცვალა ნუცას დედაც. უბედურ შემთხვევას ასევე ემსხვერპლნენ დები, ხათუნა და ირმა მარუაშვილები. კიდევ ერთ გარდაცვლილი ახალგაზრდა, წარმოშობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნიდანაა. 22 […]

“6 საათზე ჩემგან თაფლი იყიდეს და ცოტა ხანში რაღაც ხმა გავიგონეთ” – რა ხდებოდა ხევსურეთის ავარიამდე რამდენიმე წუთით ადრე

"6 საათზე ჩემგან თაფლი იყიდეს და ცოტა ხანში რაღაც ხმა გავიგონეთ" - რა ხდებოდა ხევსურეთის ავარიამდე რამდენიმე წუთით ადრე

ადგილობრივები შატილის გზაზე მომხდარის შესახებ ყვებიან. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომლისგანაც შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე მიკროავტობუსის მგზავრებმა თაფლი შეიძინეს, ხევში ჩასვლისას ცოცხალი 4 ადამიანი დახვდათ. „დაახლოებით 6 საათზე ჩემგან თაფლი შეიძინეს. არავინ ნასვამ მდგომარეობაში არ იყო და არც მიკროავტობუსს აღენიშნებოდა იმ მომენტში რაიმე პრობლემა. ნომერიც კი გამომართვეს, შემოდგომაზე კიდევ შევიძენთ თაფლსო. მცირე მანძილი გაიარეს, […]

ლევან რატიანი – “ავარიის შემდეგ შემოყვანილ სამივე ქალს სიცოცხლე წამლებით უნარჩუნდება”

ლევან რატიანი - "3 ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა"

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაზარალებული სამი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. “ამ ეტაპზე, სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი მედიკამენტოზური გზით ნარჩუნდება. საშუალო ასაკი არის 25 წელი. ამ წუთებში, ორ ქალბატონს უტარდება ოპერაცია,”- განაცხადა ლევან რატიანმა.

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.