კატეგორია: საზოგადოება

ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია იწყება

ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია იწყება

დღეიდან, 15 აგვისტოდან, ნულიდან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლების რეგისტრაცია იწყება. მოზარდების მშობლებმა სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციისთვის შემდეგი ინფორმაციები უნდა განათავსონ: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების […]

წალკაში გაზის მილების გაყვანის გამო, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები დააზიანეს

წალკაში გაზის მილების გაყვანის გამო, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები დააზიანეს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის თანამშრომლის, გოდერძი ნარიმანაშვილის ინფორმაციით, წალკაში გაზის მილების გაყვანის გამო, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები დაზიანდა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ნარიმანაშვილი წერს, მშენებლებმა შუაზე გადაჭრეს ბრინჯაოს ხანის ყორღანი და დაანგრიეს გვიანი შუა საუკუნეების სამარხები. ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის თანამშრომელი წერს, რომ სამაროვანი ქვის წარწერები სტელებითაა მონიშნული და მისი შეუმჩნევლობა სრულიად […]

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

"მოქალაქეობა", ,,თავდაცვა და უსაფრთხოება“ - სექტემბრიდან სკოლებში ახალი საგნები შემოდის

სასწავლო პროცესი 15 სექტმბერს დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოსწავლეები 15 სექტემბერს შეძლებენ საკლასო ოთხებს დაუბრუნდნენ. „იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი, განათლების სამინისტრომ აქტიურად ითანამშრომლა ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათი რეგულაციების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები სკოლებისთვის“, – განაცხადა დგებუაძემ.

სოფო შევარდნაძე – “მიყვარს ჩემი საქართველო, მიყვარს ჩემი რუსეთი”

სოფო შევარდნაძე - "მიყვარს ჩემი საქართველო, მიყვარს ჩემი რუსეთი"

სოფო შევარდნაძემ ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საკუთარ პროფესიაზე და წარმატებებზე ისაუბრა. ის “რაშა თუდეის” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა და ინტერვიუები აუღია არაერთი პოპულარული სახისგან. თავს ჟურნალისტად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ უფრო მეტად ინტერვიუერია. სოფო შევარდნაძე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ თავს დედამიწაზე საუკეთესოდ გრძნობს: “როდესაც მარსის კოლონიზაციაზე ლაპარაკობენ, ძალიან მეცინება. თქვენ გენდომებოდათ მარსზე ცხოვრება? მე – არა. არასდროს დავტოვებდი […]

ეკატერინე ტიკარაძე – სექტემბერში შესაძლოა სწავლა არ დაიწყოს

მარნეულში მოსახლეობას სწრაფი ტესტებით გამოიკვლევენ

„თუ ჩვენი ქცევა ასეთი დარჩა, შეიძლება, რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საკოორდინაციო საბჭოს დაცრულების შემდეგ აცხადებს. „ამ ეტაპისთვის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მაგრამ, მოქალაქეებს რომლებიც ელოდებიან, რომ მათი შვილები წავლენ სკოლაში და ეს ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ, რომ ეს ყოველივე დამოკიდებული […]

გახარია – არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს, არ არსებობს

გახარია - "საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!"

გიორგი გახარიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით არჩევნების თარიღის შეცვლის წინაპირობაა. “დღეის მდგომარეობით, არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს და ბავშვებმა განათლების მიღება 15 სექტემბრიდან არ დაიწყონ სასკოლო ოთახებში, არ არსებობს. ისევე როგორც, არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა გახარიამ.

სამხედრო ჰოსპიტალს მალხაზ ურთქმელიძე უხელმძღვანელებს

სამხედრო ჰოსპიტალს მალხაზ ურთქმელიძე უხელმძღვანელებს

სამხედრო ჰოსპიტალს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამედიცინო დაწესებულებას მალხაზ ურთქმელიძე უხელმძღვანელებს. ჰოსპიტალის ახალ დირექტორს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ურთმელიძესთან სამედიცინო დაწესებულების განვითარების გეგმების შესახებ ისაუბრა.

გრივერ ფარულავა გარდაიცვალა

გრივერ ფარულავა გარდაიცვალა

84 წლის ასაკში გარდაიცვალა პროფესორი, ძველი ქართული მწერლობის ცნობილი მკვლევარი გრივერ ფარულავა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ აღზრდილი ფილოლოგთა არაერთი თაობა გრივერ ფარულავას სტუდენტი იყო. იგი ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს. გრივერ ფარულავა იკვლევდა ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ესთეტიკისა და ლიტერატურის პრობლემებს, კითხულობდა სპეცკურსებს ამ […]

გახარია – “მთავრობა ყაზბეგის ჩაკეტვას არ აპირებს”

ბოლნისი და მარნეული მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადადიან - იზღუდება შესვლა და გამოსვლა

რაღაც ჭორებიც ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა ასევე, ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს. დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეის მონაცემებით, საერთაშორისო გადაზიდვების 54.205 მძღოლს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთაგანაც ვირუსი 788 ადამიანს დაუდასტურდა. „მას […]

მესტიაში კოვიდ 19-ის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მესტიაში კოვიდ 19-ის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მესტიაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა. „დღევანდელი 14 ახალი შემთხვევიდან, 12 მესტიაში დაფიქსრიდა. ადგილზე ეპიდემიოლოგების 12 ჯგუფი მუშაობს და ტესტების აღება მიმდინარეობს. დღეს უშგულში ეპიდემიოლოგების 2 ჯგუფი ავა და იქ დაიწყება ტესტების აღება“, – ამბობს ჟორჟოლიანი. პრაიმ ტაიმი