კატეგორია: საზოგადოება

საზმაუს დროებით თინათინ ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს

საზმაუს დროებით თინათინ ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას ვასილ მაღლაფერიძის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს. ამის შესახებ ბორდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ განაცხადა. ფუტკარაძე მაღლაფერიძის გადაწყვეტილებას მოულოდნელს, თუმცა გონივრულს უწოდებს და ამბობს, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა. ბორდის თავმჯდომარის თქმით, ყოველთვის არსებობდა შეკითხვები ვასილ მაღლაფერიძის “ქართულ ოცნებასთან” აფილირების შესახებ, სავარაუდოდ, მისი გადაწყვეტილების საფუძველიც სწორედ ეს გახდა. რუსთავი 2

ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა

ირაკლი ოქრუაშვილი - "ეს ხაინდრავას წამლის "დირკაზე" დაჯდა თუ სოზარას სამნახად არაყზე გადავიდა?"

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. ვასილ მაღლაფერიძემ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მიმაჩნია, რომ 2017 წლიდან საქართველოს პირველმა არხმა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რაც განაპირობა ჩემი კოლეგების მაღალმა პროფესიონალიზმმა და გუნდურმა მუშაობამ. არხზე დავიწყეთ მაღალი ხარისხის მეგაშოუების, მუსიკალური და შემეცნებითი […]

გოგა ხაინდრავას ფილმისთვის ბიუჯეტიდან 100 ათასს აძლევენ

გოგა ხაინდრავა - „სააკაშვილი ნამდვილად პაროდიაა, ზელენსკი უფრო სერიოზულად და გააზრებულად უნდა მოქმედებდეს"

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, 13 აგვისტოს გოგა ხაინდრავას კომპანიისთვის “კინო და ღვინო” ფილმის გადაღების შესახებ ბრძანება გამოსცა. ამ გადაწყვეტილებით ფილმისთვის “სიმართლე აფხაზეთზე” ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარია გათვალისწინებული. ხაინდრავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი ახალი ფილმი, რომელსაც ხელისუფლება უკვეთავს, აფხაზეთში რუსული პროპაგანდის საპირწონე უნდა გახდეს. მისი თქმით, რუსულმა პროპაგანდამ […]

ხვალიდან საქართველოში დათბება

საქართველოში ტემპერატურა +28-მდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

21 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 17 აგვისტოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოდან +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 17-18 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 19-20 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 17-18 აგვისტოს +26, +28 გრადუსი იქნება, 19-20 აგვისტოს კი +30, +32 […]

რუსთავში ქალმა ახალგაზრდები ცულით დაარბია – ვიდეო

რუსთავში ქალმა ახალგაზრდები ცულით დაარბია - ვიდეო

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, ერთ-ერთ კორპუსთან ინციდენტი მოხდა. ღამით ახალგაზრდების ხმაურით შეწუხებულმა ქალმა მათი შეკრების ადგილი პატარა ცულის საშუალებით დაარბია, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც იყო მობილიზებული. როგორც “ინფო რუსთავს” ქალმა უამბო, მისი საცხოვრებელი ბინის გვერდით ავტომომსახურების ცენტრია, სადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ახალგაზრდები შუა ღამემდე არიან შეკრებილები და ხმაურობენ. “მთელი თვე ვეხვეწები, რომ 10 […]

წვიმამ კახეთში სოფელი პატარა გორი დატბორა

წვიმამ კახეთში სოფელი პატარა გორი დატბორა

ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გორში, საცხოვრებელი სახლები დატბორა, გზის ნაწილი და ახლადაშენებული ხიდი დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხიდის მშენებლობისათვის, მდინარის კალაპოტია შეცვლილი, თუმცა წვიმის შედეგად მოსულმა ნალექმა კვლავ ძველ კალაპოტში გაიარა და ერთი თვის წინ აშენებული ხიდი დააზიანა. გადავსებული სანიაღვრე არხებიდან გადასული წყალი, ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებში შევარდა და 18 ოჯახის პირველი სართულები დატბორა. […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ტყიბულთან იყო. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 16 აგვისტოს თბილისის დროით 02:31 საათზე მოხდა და მისი სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდა იყო. იპნ

“საქონელი მოგვიწამლეს!” – ხიდისთავში საბალახოდ გაშვებული 23 ძროხა დაიხოცა

"საქონელი მოგვიწამლეს!" - ხიდისთავში საბალახოდ გაშვებული 23 ძროხა დაიხოცა

ხიდისთავში მინდორში საბალახოდ გაშვებული 23 პირუტყვი დაიხოცა. დახოცილი საქონელი სპეციალურ ორმოში დაიმარხა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ პირუტყვი მოწამლეს და მინდვრის შესწავლას მოითხოვენ. დაზარალებული 8 მოსახლე კი კომპენსაციას მოითხოვს, რადგან მათი ძირითადი შემოსავლის წყარო რძის ნაწარმის რეალიზაცია იყო. დახოცილი პირუტყვის ნიმუშები შესაბამისმა სამსახურმა უკვე აიღო და პასუხები სავარაუდოდ 2 დღეში გახდება ცნობილი. პირუტყვის დახოცვის ფაქტზე შსს გამოძიება […]

ფელიქს ჯიქია, რომელიც ბათუმის სასტუმრო ლეგასის მე-4 სართულიდან გადახტა, თბილისში გადაიყვანეს

კარანტინში გადაყვანილი ფელიქს ჯიქია, რომელიც ბათუმში, სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. იგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „წუხელ ღამით, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში რეანომობილით გადაიყვანეს. იგი უგონო მდგომარეობაში იყო, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება“, – აცხადებენ კლინიკაში. ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი […]

კალაძემ შინდისში 5 წლის წინ წმინდა გიორგის ტაძარი ააშენა

კალაძემ შინდისში 5 წლის წინ წმინდა გიორგის ტაძარი ააშენა

თბილისთან ახლოს, შინდისში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია, რომელიც კახი კალაძემ საკუთარი სახსრებით ააშენა. ინფორმაციას დედაქალაქის მერიაში ადასტურებენ, თუმცა განმარტავენ, რომ თბილისის მერს ქველმოქმედების საჯაროობა არ სურდა. „შინდისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ნამდვილად კახი კალაძის ძალისხმევით და სახსრებით აშენდა, მაგრამ მას თავად არ ჰქონია სურვილი ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო გამხდარიყო” – განუცხადეს „ფორტუნას“ მერიაში. ცნობისთვის: 2015 […]