ჩვეულებრივი რიგითი პროგრამისტის ხელფასი ჰქონდა თამუნას, დაახლოებით 4.500 ლარამდე, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ “მთავარი არხის” ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა. კობერიძემ გაიხსენა, რომ ბუნდოვან ვითარებაში დაღუპულმა 23 წლის პროგრამისტმა მათ კომპანიაში მუშაობა 2017 წლის აგვისტოში, ექვსთვიანი სტაჟირებით დაიწყო, რის შემდეგაც ის უკვე კომპანიის რიგითი თანამშრომელი გახდა. […]
კატეგორია: საზოგადოება
სასწავლო წლის დაწყებისას, 17 წლამდე მოქალაქეები 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ
საქართველოს 17 წლამდე მოქალაქეები, მთავრობისგან, ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მოსწავლეები სოციალურ დახმარებას სასწავლო წლის დაწყებისას მიიღებენ. „ეკონომიკურ კრიზისში ჩვენი მოქალაქეები, 17 წლამდე ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ და ეს იქნება ბავშვების ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში. საქართველოს […]
მაგდა ხოჭოლავა – “ყოველთვის წესიერად მიცხოვრია და ახლაც წესიერად ვცხოვრობ”
თაღლითობაში ბრალდებული ექიმი, რომელიც ახალგაზრდა გოგონას ოპერაციაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც პაციენტი კომაში ჩავარდა, მაგდა ხოჭოლავაა. უკანონო საექიმო საქმიანობაში ბრალდებული ექიმი საქართველოში აღარ იმყოფება. ანესთეზიოლოგმა ხოჭოლავამ საქართველოს ტერიტორია გარკვეული პერიოდის წინ დატოვა. უკანონო საქმიანობაში ბრალდებული ექიმი „რუსთავი 2-თან“ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ინფორმაციას არ ფლობს და ყოველთვის პატიოსნად ცხოვრობდა. „მე ჯერ არაფერი არ ვიცი, […]
სწავლა 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში დაიწყება
სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში დაიწყება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჩვეულ რეჟიმში განახლდება სწავლა უნივერსიტეტებშიც. „დღევანდელი ეპიდისტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებშიც.დღევანდელი მონაცემებით, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში და სასწავლო ოთახებში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ […]
“თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავეს
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში […]
ვანო მერაბიშვილი პატრიარქს შეხვდა – “ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ”
ვანო მერაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა. “დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ. უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა.” – წერს ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში. რუსთავი 2
თამუნა მინაშვილმა 9 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპები გააჩინა, თავად კი გარდაიცვალა
გუშინ სამშობიარო კლინიკა “ჰერაში” მშობიარობა ტრაგედიით დასრულდა. 41 წლის პაციენტი, რომელმაც 9 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპები გააჩინა, გარდაიცვალა. მშობიარე თამუნა მინაშვილს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. საკეისრო კვეთა ექიმმა ირაკლი მაჭარაძემ გააკეთა. “პრაიმტაიმი” მეან-გინეკოლოგს ირაკლი მაჭარაძეს დაუკავშირდა. – როდესაც მთავრდებოდა საკეისრო კვეთა, მოხდა არტერიული წნევის ვარდნა და გულის გაჩერება. ყველანაირ […]
ვაკეში ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ქურდი მელა დაიჭირეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი, ვახტანგ ლომჯარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სააგენტომ თბილისში, ვაკეში, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ქურდობისთვის მელა დაიჭირა. “ეს “არამზადა” გოგო შეეჩვია და ისეთი ოინები ჩაატარა, კაი ხანი მასპინძელს პარანორმალური მოვლენების ეპიცენტრში აგრძნობინა თავი. ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი. კონკრეტული ოჯახის შევიწროებას არ დასჯერდა, მეზობლების რეკეტზეც გადავიდა და გასაშრობად გაფენილი […]
სამგორში 2 კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
თბილისში, სამგორის რაიონში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა,- აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს. კომპანიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში, აბაშიშვილის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან 114- ში შევიდა შეტყობინება, რომ სადარბაზოში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. „”თბილისი ენერჯის” სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების ადგილზე მისვლისას, ერთ-ერთ დაკეტილ ბინასთან ლაზერულმა აპარატმა გაზის კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინის მეპატრონე ქალაქიდან გასული იყო. უსაფრთხოების მიზნით, კორპუსს […]
საბერძნეთის ელჩი – “რატომ არ გვიხსნის თბილისი საზღვარს?! ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოში 200 მილიონი დოლარი გაგზავნეს”
მაშინ, როდესაც საქართველომ საკუთარი საზღვრები იმ სახელმწიფოებს გაუხსნა, სადაც ეპიდემიური მდგომარეობა გაცილებით რთული იყო, ვიდრე საბერძნეთში – ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმა ხელისუფლებასთან შეკითხვები კიდევ ერთხელ დასვა. პასუხი მისთვის ბუნდოვანია. საბერძნეთის ელჩი საქართველოში “კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ერთი თვის წინ კომუნიკაციისას მიიღო პირობა და გარანტიები,რომ ივლისში საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნებოდა, ვისთვისაც თბილისი საზღვარს უპირობოდ გახსნიდა,თუმცა მოგვიანებით სიის მიღმა […]










