„ტვ პირველი“ 19 ივნისს, მცხეთაში, თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებულ კადრებს ავრცელებს. ვიდეოდან ირკვევა, რომ ნარეკვავის აგარაკიდან წამოსული შაქარაშვილი, ფოტოგრაფი და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ტაქსის იძახებს და ლისზე წასვლას ცდილობს. კადრებში ასევე ჩანს, რომ გიორგი შაქარაშვილის მეგობარს ვახტანგ ახვლედიანს პერანგზე სისხლის ლაქები აქვს. აღსანიშნავია, რომ ანა გაბეჩავას ჩვენების მიხედვით ვახტანგ ახვლედიანი აგარაკზე ჩხუბის ეპიზოდში არ […]
კატეგორია: საზოგადოება
ზეწოლა სოციალურ აგენტებზე – რა დავალებები მიიღეს ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სოციალურ აგენტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მიზერული ანაზღაურებით უკმაყოფილო სოციალური აგენტები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ. მოთხოვნის დაკმაყოფლების ნაცვლად კი მათ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მუქარა მიიღეს. დღეს ზუგდიდში გამართულ მორიგ შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილეები და ჯანდაცვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ სოციალურმა აგენტებმა ხელფასის 250 ლარამდე გაზრდის დაპირება მიიღეს, თუმცა ზეწოლა და შანტაჟი ხელისუფლების […]
საბერძნეთში 25 წლის ანა გვარამაძე დაიკარგა
საბერძნეთში ქართველ ემიგრანტს ეძებენ. 20 დღეზე მეტია, ოჯახს ათენში მცხოვრები 25 წლის ანა გვარამაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ნებისმიერი ცნობის შემთხვევაში, ნათესავები საზოგადოებას შეტყობინებას სთხოვენ. „თუ ვინმეს გაქვთ მის შესახებ ინფორმაცია, ბოლო დღეების განმავლობაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე, ან მოგვწერეთ – 6999024445, 694 9155048“, – აცხადებენ დაკარგული ემიგრანტის ოჯახის წევრები. პრაიმ ტაიმი
ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილი, ალექსი გარდაიცვალა
ჟურნალისტს ბექა პატურაშვილის შვილი, ალექსი პატურაშვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ცნობისთვის, ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი პატარა ალექსის რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა. ,,ალექს, ისუნთქე, სახლამდე მიგიყვანოთ!” – ჟურნალისტი ბექა პატურაშვილის შვილის მდგომარეობა დამძიმდა საზღვარგარეთ ჩატარებული ურთულესი მკურნალობის კურსი, უშედეგო აღმოჩნდა, რის შემდეგაც ბავშვი კვლავ საქართველოში ჩამოიყვანეს. პატარა ამ დრომდე იაშვილის […]
პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
● რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ● ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ● ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება „ევროპაბეთი“ და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონულ ონლაინ ჩემპიონატს მართავენ. ეს არის პირველი შემთხვევა რეგიონში, როდესაც მსგავსი მასშტაბისა და […]
ინდოეთში საქართველოს ელჩმა საქველმოქმედო აქციები დაიწყო
ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ინდოეთის ქალაქ მუმბაიში და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო საკონსულოების ინიციატივითა და ორგანიზებით, 2020 წლის 25 მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით საქართველოში საქველმოქმედო აქცია განახორციელდა. აქცია მიზნად ისახავდა საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მარტოხელა ხანდაზმულების, მიუსაფარ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის, ასევე მარტოხელა მრავალშვილიანი დედებისათვის და კორონა ვირუსის პანდემიის გამო შემოსავლის […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო
საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. ახალი გარემო სტუდენტებს დასვენების, კითხვის, სოციალური ინტერაქციის საშუალებას აძლევს. საქართველოს ბანკმა მეათე კორპუსის ფოიე თანამედროვე დიზაინის ავეჯით და ტექნიკით აღჭურვა. „საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და […]
თბილისის მეტროპოლიტენი 21 სექტემბრამდე კვლავ შემცირებული გრაფიკით იმუშავებს
თბილისის მეტროპოლიტენი 21 სექტემბრამდე კვლავ შემცირებული გრაფიკით იმუშავებს – ამის შესახებ განცხადებას დედაქალაქის მერია ავრცელეს. სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გლობალური პანდემიის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია. “მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 21 სექტემბრამდე, თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს კვლავ შემცირებული სამუშაო გრაფიკით მოემსახურება. მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გლობალური პანდემიის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია. […]
22.307 ლარის ხელფასი თვენახევარში – რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი
ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი 2019 წლის ოქტომბერში, კოლეგასთან ეკა ბესელიასთან კონფლიქტის შემდეგ დატოვა, იმავე წლის ნოემბერში სახელმწიფო შპს ენერგოტრანსში გენერალური დირექტორის პირველ მოადგლედ დაინიშნა. ამ თანამდებობაზე, როგორც მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ყოფილმა კანონმდებელმა მხოლოდ თვენახევარში ხელფასის სახით 22,307 ლარი აიღო. ვანო ზარდიაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 24 ივნისს შეავსო. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, გასული წლის […]
იტალიაში გარდაცვლილი ნინო ნაროუშვილის ცხედარი მილანი-თბილისის ბორტზე არ აღმოჩნდა
ქართველი ემიგრანტის ნინო ნაროუშვილის ცხედარი, რომელიც იტალიის ქალაქ ბარიში გარდაიცვალა, ზუგდიდში დღეს უნდა ჩამოესვენებინათ. 52 წლის ნინო ნაროუშვილის შვილი, თათია გაბიჩვაძე ამბობს, რომ მილანის რეისით ცხედრის გადმოსვენებას თურქულ ავიაკომპანიის მიერ თბილისის აეროპორტში 27 ივნისის საღამოს ელოდნენ, თუმცა, სხვა მიცვალებულებთან ერთად მისი ცხედარი სატვირთო თვითმფრინავში არ აღმოჩნდა. გარდაცვლილის ნათესავები, რომლებიც ცხედარს თბილისის აეროპორტში ელოდებოდნენ, „პრაიმტაიმთან” საუბარში […]










