კატეგორია: საზოგადოება

მზიურის პარკი დაიტბორა – კალაძე მედიას არ პასუხობს

მზიურის პარკი დაიტბორა - კალაძე მედიას არ პასუხობს

რამდენიმე დღის წინ საზეიმოდ გახსნილი მზიურის პარკი წყალუხვი წვიმის შემდეგ დაიტბორა – პარკში სანიაღვრე სისტემის დამონტაჟება დაავიწყდათ. მზიურის პარკში გუშინდელი წვიმის შემდეგ წყალმა სანიაღვრე ჭების თხრილები აავსო, წყალში იყო ჩაძირული ხეები და დაიტბორა სავალი ბილიკებიც. მოსახლეობას წვიმის ეშინია, ძლიერი ნალექის მოსვლის შემთხვევაში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო სტიქიის შეჩერებას ვერ შეძლებს. სახელმწიფომ რატომ არ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ დაცული […]

თეა წულუკიანი – “ქორწინების რეგისტრაციაზე დასწრება მხოლოდ წყვილის მშობლებს, მოწმეებს და ფოტოგრაფს შეეძლება”

თეა წულუკიანი - "ქორწინების რეგისტრაციაზე დასწრება მხოლოდ წყვილის მშობლებს, მოწმეებს და ფოტოგრაფს შეეძლება"

15 ივლისამდე პერიოდში წყვილის ქორწინების რეგისტრაციის რიტუალზე დასწრების უფლება მხოლოდ წყვილის მშობლებს, ქორწინების მოწმეებს და ფოტოგრაფს ექნებათ. ამის შესახებ საუბარია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის №543-ე ბრძანებაში, რომელიც ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრას გულისხმობს: “სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და […]

მანანა არჩვაძემ გიორგი ვაშაძე ზვიად გამსახურდიას საფლავზე არ მიუშვა

მანანა არჩვაძემ გიორგი ვაშაძე  ზვიად გამსახურდიას საფლავზე არ მიუშვა

დღეს ხმაური იყო მთაწმინდის პანთეონში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე თანამოაზრეებთან ერთად საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საფლავთან მივიდა. ვაშაძეს და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს პანთეონში ზვიად გამსახურდიას მეუღლე, მანანა არჩვაძე და პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერები დახვდნენ. მათ გიორგი ვაშაძეს გამსახურდიას საფლავთან მისვლის უფლება არ მისცეს და ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს. პრაიმ ტაიმი

„მარსელი ლტოლვილებისთვის ძალიან სასტიკია, მაგრამ მაინც საფრანგეთში დაბრუნება მინდა” – რუსიკო დოლიძის ისტორია

„მარსელი ლტოლვილებისთვის ძალიან სასტიკია, მაგრამ მაინც საფრანგეთში დაბრუნება მინდა" - რუსიკო დოლიძის ისტორია

„როგორც საფრანგეთში, აქაც, ჩემს ქვეყანაშიც, ჩემოდნებზე გვძინავს… უკვე 5 თვეა ვითხოვ დახმარებას, სამსახურს, რომლითაც, მე და ჩემი 12 წლის შვილი არსებობას შევძლებთ,“ – ამბობს ბათუმელი რუსიკო დოლიძე. იგი საფრანგეთიდან წლის დასაწყისში დაბრუნდა, როცა მეუღლე გარდაეცვალა. რუსიკო ამბობს, რომ 2 წლის წინ საფრანგეთში მეუღლესთან და შვილთან ერთად წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა ქმრის მკურნალობას საქართველოში […]

ნიკა გვარამიამ მთავარი არხის 37% ბაკურ ჯახაიას 37.000 ლარად მიჰყიდა

ნიკა გვარამია - "მთავარ არხს ინვესტორის გარეშე ვერ შევინახავთ, ჯერჯერობით, იმ ფულს ვხარჯავთ, რომელიც გვაქვს"

“მთავარ არხს” ორი ახალი მეწილე ჰყავს. 22 მაისს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით არხის მოქმედმა მფლობელებმა, ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ, ჯამში, ტელევიზიის წილის 38% გაასხვისეს. მიმდინარეობს სხვა ფინანსური ოპერაციებიც, რაც ჯერ საჯარო რეესტრში არ ასახულა. მთავარი არხის 37%-იანი წილის მესაკუთრე ბაკურ ჯახაია გახდა. ხელშეკრულების თანახმად, უკრაინის მოქალაქე ჯახაიამ ტელევიზიის წილში 37 ათასი ლარი გადაიხადა. ამას […]

“შარლოტა ჰელენი 6 თვეა საქართველოშია, ჩვენს კორტებზე ვარჯიშობს” – ვინ არის ნიკა ბასილაშვილის შეყვარებული

"შარლოტა ჰელენი 6 თვეა საქართველოშია, ჩვენს კორტებზე ვარჯიშობს" - ვინ არის ნიკა ბასილაშვილის შეყვარებული

ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის სკანდალის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება. „პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრის მიმართ აგრესიული მას შემდეგ გახდა, როდესაც გაიგო, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი შეყვარებულია და მალე დაქორწინებასაც აპირებს. დოროყაშვილი მისი ოჯახის დანგრევას საკუთარ მეგობრებთან საუბრისას, ყოფილ დედამთილს აბრალებდა, რომელსაც უჩივლა კიდეც და ნიკოლოზ ბასილაშვილის […]

 ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე, გერმანელი შარლოტა ჰელენი, საქართველოში ჩამოვიდა

 ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე, გერმანელი შარლოტა ჰელენი, საქართველოში ჩამოვიდა

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელი საცოლე თბილისში იმყოფება. შარლოტა ჰელენი, რომელიც ასევე ჩოგბურთელია, გუშინ სასამართლოზეც გამოჩნდა. ბასილაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი ყვება, რომ ჩოგბურთელს ყოფილ მეუღლესთან, ნეკა დოროყაშვილთან ურთიერთობა სწორედ მას შემდეგ დაეძაბა, რაც შარლოტა გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა და უახლოეს ხანში, წყვილი ოფიციალურად დაქორწინებას გეგმავს. რაც შეეხება შარლოტას… როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ ის კარგად თამაშობს […]

მეუფე ანტონი – “დაფიქრდით, 25 მილიონი 3 მილიონ მოსახლეობაზე თვეში 59 თეთრია, არ გრცხვენიათ, რას გვაყვედრიან?”

მეუფე ანტონი - "დაფიქრდით, 25 მილიონი 3 მილიონ მოსახლეობაზე თვეში 59 თეთრია, არ გრცხვენიათ, რას გვაყვედრიან?"

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული 25 მილიონი არ უნდა დააყვედრონ. “აგერ რად აფინანსებენ საპატრიარქოსო… 25 მილიონი რომ გაადიდოთ 17 წლის ნამრავლით წარმოაჩენენ.. დაფიქრდით 25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია. არ გრცხვენიათ, რას გვაყვედრიან? დედა ეკლესია ქვეყანას ამაზე მეტს არ აკეთებს? მაშინ როცა ნებისმიერი […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ზემო ხალაწანიდან 5 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავდე 3,6 მაგნიტუდას, სიღრმე კი 36 კილომეტრს შეადგენდა. იპნ

შვედეთში 5G ინტერნეტი გააქტიურდა

შვედეთში 5G ინტერნეტი გააქტიურდა

ტელესაკომუნიკაციო ჯგუფმა Tele2 შვედეთში პირველი ყველასთვის ხელმისაწვდომი მობილური კავშირის მეხუთე თაობის (5G) ქსელი გაააქტიურა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. სტოკჰოლმში აბონენტებს 5G-ით სარგებლობა უკვე დღეიდან შეეძლებათ. გიოტებორგსა და მალმეში კი ამის შესაძლებლობა 24 ივნისამდე მიეცემათ. შემდეგ კი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაფართოვდება. 5G-ის ქსელი მონაცემების გადაცემის სისწრაფეს უზრუნველყოფს წამში ერთი გიგაბიტის სიჩქარით, რაც ოთხჯერ მეტია, […]