ეკა მიშველაძემ ტვ პირველში დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა: “ჩემი მეგობარი და კოლეგა,საკუთარი საქმის პროფესიონალი, . სამსახურიდან პოლიტიკური ეჭვიანობით გამოშვებული. გონიერი,ნიჭიერი და ლამაზი,ეკრანი რომ საოცრად უხდება,უმაგრესი გოგო,დღეიდან უკვე ტვ ..პირველის,, თანამშრომელია✌Ekaterine Mishveladze კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს გუნდში✌️✌️.ისე მიხარიხარ,ისე,ისე,რომ გული მიჩუყდება❤️❤️❤️ერთად რომ ბევრ საინტერესო რამეს გავაკეთებთ, ეგ კიდევ უფრო მაბედნიერებს)))) ხვალიდან გამოცხადდი სამსახურში-პატივისცემით […]
კატეგორია: საზოგადოება
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები რუსეთში, ინგუშეთში საქართველოს საზღვრიდან 7 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.9 მაგნიტუდას შეადგენდა. მისიწქვეშა ბიძგების სიღრმე კი 16 კილომეტრი იყო. მიწისძვრა თბილისის დროით 16:33 საათზე დაფიქსირდა.
საპატრიარქო ძამის ხეობაში 5,4 მლნ კვ.მ. ფართობს ითხოვს
საპატრიარქო, ძამის ხეობაში, 5 მლნ 432 009 კვ.მ ფართობ მიწას ითხოვს. ტყის ფონდზე ,,ზედდების” გამო, საჯარო რეესტრმა მიქაელ ბოტკოველს 42 განცხადება არ დაუკმაყოფილა. განცხადებების ავტორი საქართველოს საპატრიარქოს მდივანი, მიქაელ ბოტკოველია. მან საჯარო რეესტრს დოკუმენტები, მათ შორის, ნახაზები 2018-2019 წლებში წარუდგინა. ეს ნახაზები რეესტრმა დაიწუნა. რაც შეეხება საკუთრებას, საქართველოს საპატრიარქოს, ძამას ხეობაში, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, […]
მთავრობის დადგენილებით, იზოლაციაში თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება არ შეიძლება
საქართველოს მთავრობის 23 მაისის დადგენილებით „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გარკვეული პროდუქტების მოხმარებისგან თავის შეკავება მოეთხოვებათ. კერძოდ, მე-12 მუხლის (იზოლაციაში მყოფი პირის უფლება-მოვალეობები) მე-8 პუნტქის თანახმად, „იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება“. გარდა ამისა, დადგენილების თანხამდ, „დადგენილი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის […]
ანი გიორგობიანი – “დედამთილი და მული მცემენ, 33 კილო გავხდი, მიშველეთ, რომ ამათ დავეხსნა”
ანი გიორგობიანი წლებია, ზეწოლას განიცდის ოჯახის წევრების მხრიდან და ამას სხვადასხვა მიზეზთა გამო ითმენდა, თუმცა, ახლა მიაჩნია, რომ ის საფრთხის წინაშეა და საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს. „პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ. ძალიან პატარა ვიყავი, როცა პირველმა მეუღლემ მომიტაცა. ვცხოვრობდით კახეთში, შემდეგ მოვახერხეთ და გერმანიაში წავედით, სადაც უფროსი შვილი შემეძინა. შემდეგ ჩემმა მეუღლემ ქოლგა მოიპარა მაღაზიაში, დაიჭირეს და […]
ამირან გამყრელიძე – “ქორწილის გადახდას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანს”
“ქორწილის გადახდას შევძლებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანს” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, სანამ ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვებით ცხოვრება მოუწევთ. “ქორწილს შევძლებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით, 10 კაციანს… სანამ ეპიდსიტუაცია არ მოგვემს საშუალებას. კორონავირუსმა კარგად გვასწავლა დღეს ხელების დაბანა, მთელი ქვეყანა სპირტიანი […]
გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, მილიონერების უბანში 2 სართულიან სახლს იშენებს
პრესა.ჯიმ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დგინდება რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ მერიის არქიტექტურის სამსახურისგან 2 სართულიანი სახლის მშენებლობის თაობაზე თანხმობა მიიღო. 1,000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ივანიშვილის მორჩილი პროკურატურის პირველი პირი სიღარიბით სავსე ქვეყანაში კერძო სახლს იშენებს, თბილისის ერთერთ პრესტიჟულ ადგილას, დიღმის საცდელ მეურნეობაში მდებარეობს. ამ ტერიტორიებზე, ერთი […]
“იხოცებიან ეს ბიჭები, საკვები და ფული აღარ აქვთ…” – აზერბაიჯანის საზღვართან ჩარჩენილი ქართველ მძღოლებს ქვეყანაში არ უშვებენ
უკვე მეხუთე დღეა, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე შეჩერებული მძღოლები გზის გაგარძლებას უშედეგოდ ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე, დაახლოებით 15 ტრაილერია შეჩერებული და მათ გზის გაგარძლებების უფლებას არ აძლევენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მათ გაჩერების მიზეზს არ უხსნიან. მძღოლებს კი საწვავისა და საკვების მარაგი ეწურებათ და დახმარებას ითხოვენ. “იხოცებიან ეს ბიჭები, საკვები და ფული აღარ აქვთ. ხუთ დღეს არ […]
თენგიზ ცერცვაძე – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას შეეხება, არაკორექტულს უწოდებს. ცერცვაძე თვლის, რომ არსენ ტოროსიანმა ან უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე აყენებს საქართველოში კოვიდ19-ის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების სისწორეს ეჭვქვეშ, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოდიში უნდა მოიხადოს. „არ გვგონია, რომ არსენ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ […]
16 მაისს სახლიდან გავიდა და არ გამოჩენილა – ოჯახი 29 წლის ლუკა კვებლიანს ეებს
უკვე ერთი კვირაა, 29 წლის ლუკა კვებლიანს ოჯახი ეძებს. ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 16 მაისს გავიდა. ის ბოლოს დაახლოებით 15 საათზე ჭიათურიდან საჩხერის მიმართულებით გადაადგილებისას ნახეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. მამაკაცი გადაადგილდებოდა ფეხით. ლუკა კვებლიანის სამძებრო ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. თუ ფლობთ ინფორმაციას ლუკა კვებლიანის შესახებ, გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცველებს ან დარეკოთ მითითებულ ტელეფონის […]









