კატეგორია: საზოგადოება

თბილისი-სტამბულის ავიარეისის ბილეთების გაყიდვა დაიწყო – საქართველოში ფრენები მაისის ბოლოდან აღდგება

თბილისი-სტამბულის ავიარეისის ბილეთების გაყიდვა დაიწყო - საქართველოში ფრენები მაისის ბოლოდან აღდგება

კორონაპანდემიის გამო შეჩერებული ფრენები საქართველოში უკვე მაისის ბოლოდან უნდა აღდგეს. ამ ეტაპზე პრივილეგიით მხოლოდ თურქული ავია კომპანიები ისარგებლებენ. “Turkish Airlines”-ის საიტზე, თბილისი-სტამბულის მიმართულებით და პირიქით, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, წესები შეცვლილი იქნება მგზავრებისთვისაც. აუცილებელი ხდება, რომ მგზავრმა თან იქონიოს პირბადე და ხელთათმანები. გაფრენის მსურველებს ჩაუტარდებათ სწრაფი ტესტირებაც. შეცვლილია თვითმფრინავში მგზავრთა განთავსების წესიც. თუკი აქამდე […]

კოკა ყანდიაშვილი – “არ ვყოფილვარ და არ ვარ «ქართული ოცნების» თანამშრომელი”

კოკა ყანდიაშვილი - "არ ვყოფილვარ და არ ვარ «ქართული ოცნების» თანამშრომელი"

ეს პერსონასთან დაკავშირებული ფეისბუქ გვერდების წაშლის შესახებ კოკა ყანდიაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა: “ყურადღებით ვადევნებ თვალს სიყალბით სავსე განცხადებებს პირადად ჩემსა და «ეS პერსონას» საქმიანობაზე. არახალია, რომ «ნაციონალური მოძრაობა» ყველა ხერხით მებრძვის 2004 წლიდან. არც ისაა ახალი, რომ არასდროს დავიღლები ამ ბოროტ ძალასთან ბრძოლით. დიახ, ზუსტად ნაციონალური მოძრაობის მიზანი იყო, ჩამოვეშორებინე ჩემს საყვარელ საქმეს – ტელევიზიას… გამოუვიდათ […]

“ისედაც ჭკუიდან ვარ აწეული, ვაიი, მობრუნდება თქვენი დროც!” – კახეთში ექიმს, რომელიც ინფიცირებული ეგონათ, კოვიდ 19 არ დაუდასტურდა

"ისედაც ჭკუიდან ვარ აწეული, ვაიი, მობრუნდება თქვენი დროც!" - კახეთში ექიმს, რომელიც ინფიცირებული ეგონათ, კოვიდ 19 არ დაუდასტურდა

კახეთი ისევ მწვანე ზონაა. ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კოვიდ ინფიცირება გაფართოებული კვლევებით არ დაუდასტურდა. ტესტი, რომლითაც ექიმს კორონავირუსი გასულ კვირას დაუდგინეს შესაძლოა უხარისხო იყო. რადგან მას ინფიცირება ოქროს სტანდარტით, ანუ პისიარ ტესტით შემოწმებითაც  არ დაუდასტურდა. “უარყოფითია გენაცვალე პასუხი და მივდივარ სახლში. ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა უარყოფითი პასუხი. ზედმეტი კითხვები აღარ დამისვათ, ისედაც ჭკუიდან ვარ აწეული. თქვენი ის იყო […]

საქართველოში კოვიდ 19-ის შემთხვევები 610-მდე გაიზარდა – 269 განიკურნა, 9 გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 6-ით გაიზარდა და 610 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5.083 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505 პირი. ინფორმაციისთვის, 610 ადამიანიდან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეუფე იაკობი – “ამ განსაცდელის ჟამს სინოდი საოცრად შემიყვარდა”

მეუფე იაკობი - "ამ განსაცდელის ჟამს სინოდი საოცრად შემიყვარდა"

ყველაფერი კარგად იქნება, ერთი უნდა იცოდეთ, რომ სინოდში აბსოლუტურად ძლიერი ერთობაა, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სინოდში განსაკუთრებული ერთობა იყო და „მთელი მსოფლიო დააჩოქეს ქართული ეკლესიის გარდა“. „მონასტრის დედებს, მამებს, მრევლს, მთელ საქართველოს დიდი მადლობა […]

ფეისბუქმა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და ინსტაგრამის 56 ანგარიში წაშალა

„ფეისბუქმა“ რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ კუთვნილი რამდენიმე ასეული გვერდი და ანგარიში გააუქმა

კომპანია Facebook 2020 წლის აპრილის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია არაავთენტური ქმედებების გამო წაშლილი სოციალური ქსელების ანგარიშებისა და გვერდების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში რუსეთთან, ირანთან, აშშ-თან, მავრიტანიასა და მიანმართან ერთად, საქართველოც არის ნახსენები. უფრო კონკრეტულად კი, Facebook-მა ონლაინ გამოცემა Espersona-სთან დაკავშირებული 511 Facebook გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და Instagram-ის 56 ანგარიში წაშალა. ამ დროისათვის, გამოცემის თითოეული […]

გურამ ფალავანდიშვილი – “გინდა ტრანსგენდერი იყოს და გინდა მამათმავალი, ყველა ჩვენი და-ძმა და შვილია”

გურამ ფალავანდიშვილი - ”ბიძინა ივანიშვილი არის კონჩიტების და ლევან აკინების ხელის ბიჭი"

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან ვასაძესთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აქტივისტების ჯგუფი „ალტ ინფო“ მზად არის, ფინანსურად დაეხმაროს ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავის დაწვა სცადა. ინფორმაცია ამის შესახებ დაადასტურა სოციალურ ქსელში კომენტირებისას კონსტანტინე მორგოშიამაც. „პრაიმტაიმი“ თემასთან დაკავშირებით გურამ ფალავანდიშვილს დაუკავშირდა, რომელიც იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ადამიანს საჭმლის პრობლემა შეექმნება, დახმარებისთვის მზაობას გამოთქვამს. „მთელ მსოფლიოში […]

თამარ გაბუნია – “კახეთის სასწრაფოს ექიმს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა”

თამარ გაბუნია - "კახეთის სასწრაფოს ექიმს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა"

კახეთში სასწრაფოს ექიმთან კორონავირუსი არ დადასტურდა,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. თუმცა, გაბუნიას თქმით, დამატებითი კვლევის შედეგებს ელოდებოდნენ, რაც მისთვის ცნობილი არ არის. „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ დადასტურდა ამ შემთხვევაში კორონავირუსი, თუმცა ველოდებოდით დამატებით კვლევას. ბოლო კვლევის პასუხი ჩემთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ რასაც განაცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, შესაბამისად, უნდა […]

ივანიშვილის ცაცვის ხის გადატანისას მუშა დაშავდა

ივანიშვილის ცაცვის ხის გადატანისას მუშა დაშავდა

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ასწლოვანი ხეების გადაზიდვას აგრძელებს. ცაცხვის ხეს სოფელ ქარიატადან ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკის მიმართულებით დღეს დაძრავენ. როგორც ირკვევა, სამუშაოების მიმდინარეობისას კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი დაშავდა. ის ელექტროსადენებს ბოძებიდან ხსნიდა, რა დროსაც ავტომობილის ქვეშ მოჰყვა. მამაკაცი ქუთაისის კლინიკაშია მოთავსებული.

პირველი ხუთეულის პაციენტი, რომელიც 2 თვე მკურნალობდა, განიკურნა – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240-მდე გაიზარდა

კორონავირუსი დაუდგინდა ესპანეთიდან ჩამოსულ პირს, რომელსაც იტალიელებთან ჰქონდა კონტაქტი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი, რომელიც კორონავირუსზე დღემდე დადებითი იყო, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ცნობისთვის, ეს პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში 5 მარტიდან იყო მოთავსებული. ის ფაქტობრივად, გამოჯანმრთელდა, მაგრამ ტესტი ამ დრომდე კორონავირუსზე დადებითს აჩვენებდა. სულ ამ დროისთვის კოვიდ 19-გან განკურნებულთა რიცხვი 240მდე გაიზარდა. იპნ