საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა და 604 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4.887 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500 პირი. ინფორმაციისთვის, 604 ადამიანიდან 240 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კატეგორია: საზოგადოება
“ემიგრანტმა დედამ ბესო სარალიძის დაკრძალვას საფრანგეთიდან მესენჯერში უყურა”
ქართველ ემიგრანტს, თინა რობაქიძეს საქართველოში 10 წლის უნახავი შვილი მოულოდნელად დაეღუპა. ემიგრანტის შვილი ახალგაზრდა მორაგბე, 18 წლის ბესო სარალიძეა. მორაგბის დედა სამუშაოდ საფრანგეთში იმყოფება და საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გამო შვილის დაკრძალვაზე ჩამოსვლა ვერ შეძლო. „მესენჯერით უყურა შვილის დაკრძალვას, კოშმარია. უყურებდა დედა, როგორ მისდიოდა გული მეორე შვილს, ბესოს დას ძმის დაკრძალვაზე. გეგმები გვქონდა დაწყობილი და წელს […]
მაკა ჩიხლაძემ მთავარი არხი დატოვა
„მთავარი არხი“ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ დატოვა. როგორც ის საკუთარ facebook გვერდზე წერს, „მთავარი არხი“ მისი შვილივითაა. „მთავარი არხი ჩემი შვილივითაა, შვილი, რომ ძალიან გიყვარს, მასთან განშორება გეძნელება და ნებისმიერი ადგილიდან მის გულშემატკივრად რჩები. სადავო საკითხები არ არის, ყველაზე ბედნიერი გამოწვევებით სავსე და საინტერესო 8 თვე გავატარე აქ. მანამდე შაბათის კურიერში. მადლობა ნიკას […]
გორი დაიტბორა
ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო გორში. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, უამინდობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სანიაღვრე არხებმა უხვ ნალექს ვერ გაუძლო და წყალი ქუჩებში წამოვიდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქალაქში ფეხით გადაადგილება შეუძლებელი იყო. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს წარმომადგენელი, მამუკა ლომსაძე აცხადებს, სეტყვისაგან მიყენებული ზარალი მცირეა, რადგან, ძლიერი სეტყვა ძირითადად ქალაქის მასშტაბით იყო, […]
ანა ჯაბაური – “ცოტნე გამსახურდია უკეთაა, ცოტა კვებაც დავაწყებინეთ”
ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც ჯაბაურმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, გამსახურდია კვლავ თურქეთის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება. მისივე ინფორმაციით, პაციენტის გადაყვანა ევროპაში სურდათ, თუმცა კორონავირუსის გამო, ეს ვერ მოხერხდა. როგორც ჯაბაური აცხადებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საზღვრებისა და საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ, მას ევროპაში გადაიყვანენ. „ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ცოტ-ცოტა […]
ეკატერინე ტიკარაძე – კორონავირუსით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა
“უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კორონავირუსით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით 24 საათში დაფიქსირდა ოთხი ახალი შემთხვევა, რის შედეგადაც ქვეყანაში არის ჯამურად 593 დადასტურებული შემთხვევა. „ამ ეტაპისთვის სტაციონარში მკურნალობას გადის 333 პაციენტი, ხოლო 223 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია და მათ კორონავირუსის ინფექცია აღარ […]
საქართველოში საგრძნობლად დათბება
აგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 მაისი ჩათვლით საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსამდე გათბება. თბილისში კი, 5 მაისს ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +22 +25 გრადუსი დაფიქსირდება.
“ექიმებისა და ექთნების ნაწილი უმუშევარი დარჩება – ვინ შეიწირავს ჯანდაცვის სისტემას, მინისტრი თუ კორონავირუსი?!”
ბათუმში, თბილისში, ქუთაისში პოლიკლინიკების ნაწილი ავტომატურად დაიხურება და ოჯახის ექიმების, ექთნების ნაწილი უმუშევარი დარჩება – ამ ქაოსს ჯანდაცვის სიტემაში კი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მე-15 დადგენილების ამოქმედება გამოიწვევს. „პანდემიის პირობებში, ამ დადგენილების ამოქმედება სრული მავნებლობაა“, – ასე აფასებს “2020NEWS“-თან ინტერვიუში ჯანდაცვის საკითებში ექსპერტი ვახტანგ სურგულაძე მე-15 დადგენილებას. მისივე თქმით, რასაც დღეს ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს, რეფორმა არ […]
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან – 2 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით00:04 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიძლიერე 4.4 მაგნიტუდა იყო. პრაიმ ტაიმი
4 მაისს თბილისის 225 ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება
ხვალ, 4 მაისს, თბილისის ხუთი რაიონის 200-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება. იმ ქუჩების სიას, რომელთა მაცხოვრებლებსაც 4 მაისის 15 საათიდან, 5 მაისის 15 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აქვეყნებს. კომპანიის განცხადებაში ჩანს, რომ 255 ქუჩის აბონენტებს 24 საათის განმავლობაში წყალი არ ექნებათ. როგორც GWP წერს, წყალმომარაგების შეწყვეტა 4 მაისს ბახტრიონის სატუმბო სადგურზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს […]









