ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 27 აპრილს შეავსო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე მარიამ ქვრივიშვილი 2019 წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე ქვრივიშვილი კომპანია „ვოიაჟერის“ დირექტორი იყო, რომელიც საქართველოში ხუთი ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორია. დეკლარაციის მიხედვით, მარიამ ქვრივიშვილს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე, 11 თვის განმავლობაში, 2019 წლის თებერვლიდან, ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით, […]
კატეგორია: საზოგადოება
საქართველოში კოვიდ 19-ით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა – ის ადრე დაინფიცირებული სპორტსმენის დედაა
საქართველოში კოვიდ 19-ით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, ის რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული სპორტსმენის დედაა. მისივე თქმით, მას ქრონიკული დაავადებები აწუხებდა და უმძიმესი პაციენტი იყო. „კარგა ხანი იწვა ჩვენთან. ცნობილი ქალბატონია სპორტსმენთან დაკავშირებული ოჯახიდან,“ – განაცხადა ლალი ტურძელაძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში და შეკითხვაზე, არის თუ არა გარდაცვლილი დაინფიცირებული სპორტსმენის […]
„ევროპაბეთის“ უფასო რეკლამით 30-მდე ბიზნესი უკვე სარგებლობს
პოპმედიაში რეკლამის განთავსების სურვილი ასამდე ბიზნესმა გამოთქვა 1 მილიონი ჩვენება საჩუქრად – ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „ევროპაბეთმა“ 25 აპრილს გამოაცხადა. პროგრამაში ჩართვის სურვილი 2 დღეში 100-მდე მეტმა ბიზნესმა გამოთქვა. კომპანიების რეკლამა პოპმედიის სამივე პორტალზე popsport.com, popmusic.ge და popx.ge მაისის ბოლომდე უსასყიდლოდ განთავსდება. ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „ევროპაბეთის” სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის responsible.ge ნაწილია. „პროგრამის დასაწყისში დავაანონსეთ, რომ მასში […]
კახეთში კოვიდ 19 სასწრაფოს ექიმს დაუდასტურდა
კახეთში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს დაუდასტურდა, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე დაინფიცირებული მედიკოსის ყველა კონტაქტის მოკვლევა მიმდინარეობს. მისივე თქმით, თუ სად დაინფიცირდა სასწრაფო დახმარების ექიმი, ეს ჯერ უცნობია. როგორც ცნობილია, ქალს თბილისის ერთ-ერთ შესაბამის კლინიკაში მოათავსებენ. არსებული ინფორმაციით, უკვე გამოიკვეთა 60-მდე კონტაქტი. იპნ
ნიგერიაში მეკობრეებმა 9 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს
30 აპრილს, ნიგერიის ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს მეკობრეები დაესხნენ თავს. გატაცებული 10 მეზღვაურიდან 9 საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ 4 მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს გემთმფლობელ კომპანიასთან. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ გატაცებულთა ოჯახის წევრებს. ამ დროისათვის გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება. საქართველოს ეკონომიკისა […]
მარნეულის სასწრაფო დახმარების 8 თანამშრომელს კოვიდ 19 დაუდასტურდა
მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რვა თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, რვა დადასტურებული შემთხვევიდან ხუთი მარნეულის მკვიდრია, სამი კი სხვა მუნიციპალიტეტის, თუმცა ისინი მარნეულში მუშაობდნენ. რვავე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მათ დღეს თბილისის სპეციალიზებულ კლინიკებში გადაიყვანენ.
საქართველოში კოვიდ 19-ით მე-8 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მერვე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 582 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 5.152 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 551 პირი.
საქართველოში კოვიდ 19-ის შემთხვევები 582-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 16-ით გაიზარდა და 582 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5025 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540 პირი. ინფორმაციისთვის, 582 ადამიანიდან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 7 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
11 მაისს რეცხავ მანქანას, 25 მაისს ყრი დახეულ ფლოსტებს, 8 ივნისს იჭრი თმას – მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა
თუკი ყველაფერი ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით წარიმართა და თუკი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, მაშინ შეგვიძლია მთავრობის მიერ წარმოდგენილი ექვსეტაპიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად, ორ-ორკვირიანი ინტერვალებით მოხსნას, დაახლოებით სამთვიან კალენდრად ვაქციოთ და ის საქმიანობები დავგეგმოთ, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, უკვე თვეზე მეტია შეზღუდული გვაქვს. იქნება ეს დაზიანებული ტექნიკის შეკეთება, სილამაზის სალონში სტუმრობა, […]
ნინო ჟიჟილაშვილი ტვ პირველის საინფორმაციოს უფროსობიდან გადადგა
“TV პირველის” ტოქშოუების წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი ამბობს, რომ არხის ხელმძღვანელებთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოების გამო საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს. ამ საკითხზე ის რადიო თავისუფლებას ესაუბრა: “საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს… ყველამ, ვინც ამ გუნდს [საინფორმაციო სამსახურს] შეუერთდება, უნდა იცოდეს, რომ დასჭირდება თავისუფლად გაზრდილ ჟურნალისტურ თაობასთან მუშაობის უნარები”. […]







