საქართველოში კოვიდ 19-გან მე-7 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა. „ჩვენს კლინიკაში გარდაიცვალა დღეს საღამოს მეშვიდე პაციენტი. 83 წლის მამაკაცი ურთულესი ქრონიკული დაავადებებით, არც ერთი კიდური არ ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტის გამო ჰქონდა მოკვეთილი. […]
კატეგორია: საზოგადოება
საქართველოში კოვიდ 19-გან 207 ადამიანი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 23-ით გაიზარდა და საერთო ჯამში უკვე 207 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინშია 5.320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 566-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 27-ით გაიზარდა და 566 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობისმიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5.243 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550 პირი. 566 ადამიანიდან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსის რომელი სიმპტომები აღენიშნებთ ყველაზე ხშირად საქართველოში ინფიცირებულებს
ჯანმო – “მსოფლიომ შვედეთს უნდა მიბაძოს, რომელმაც მკაცრ შეზღუდვებზე უარი თქვა”
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ შვედეთი, რომელმაც უარი თქვა მასობრივ დაბლოკვებზე, უნდა იყოს კორონავირუსთან ბრძოლის მოდელი მსოფლიოსთვის. რაიანის თქმით, მსოფლიომ ,,გაკვეთილი უნდა ისწავლოს” შვედეთისგან, რომლის სტრატეგია მეტწილად მოქალაქეების თვითრეგულირებას ეყრდნობა. მან აღნიშნა, რომ დაკეტვის ნაცვლად, ქვეყანამ ჩამოაყალიბა ძალიან ძლიერი საზოგადოებრივი პოლიტიკა სოციალური დისტანცირების, მზრუნველობისა და დაცვის გრძელვადიან პერსპექტივაზე დაფუძნებით. […]
მადრიდიდან სპეცრეისით საქართველოს 176 მოქალაქე დაბრუნდა
დავით აქუბარდია – ”გუბაზ, “რუბილნიკი” დამეწვა და სად ვიყიდო, აზრზე არ ვარ”
ლევან რატიანი – “კოვიდ 19 მკვლელი ვირუსი აღარ არის”
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც თუ პაციენტს გარკეული გართულებები აღენიშნება, კორონავირუსის ლეტალობის ინდექსი მაღალი არ არის. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის ლეტალურმა ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა. „როგორც კი გაჩნდა სამყაროში ეს ვირუსი ყველამ ერთად, რადგან ახალი იყო და მაღალი ლეტალობის ინდექსი იყო, დავარქვით მკვლელი, მაგრამ ამ ვირუსის ამ ფუნქციამ […]
გორის ჰოსპიტალის ექთნის ოჯახის 3 წევრს კოვიდ 19 დაუდასტურდა
COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა გორის მუნიციპალიტეტში, მათ შორის 2 მცირეწლოვანია, შიდა ქართლის მხარის რწმუნებლის გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ინფიცირებული ყველა ახალი პაციენტი სამხედრო ჰოსპიტალის ექთნის ოჯახის წევრია. გორის სამხედრო ჰოსპიტალში უმცროს მედდას გეგმიური PCR ტესტირებისას კორონავირუსი დაუდასტურდა. დაინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისიდან არის. მას კონტაქტი ჰქონდა ძმის ოჯახთანაც, რომელიც კარალეთში ცხოვრობს. ოჯახები ამჟამად თვითიზოლაციაში არიან. ამ წუთებში ინფიცირებული […]
თენგიზ ცერცვაძე – ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული, ვიდრე ვიცით, სავსებით რეალურია
ვარაუდი, რომ შესაძლოა, მოსახლეობის მეტი ნაწილი იყოს ინფიცირებული, ვიდრე ვიცით, სავსებით რეალურია , – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ამასთან თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა ცალსახად მცირეა და ჩვენს ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი ჯუჯა სახელმწიფოებს აქვთ. „საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა ცალსახად არის მცირე, განსაკუთრებით ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, 10-ჯერ, 15-ჯერ, 18-ჯერ […]










