საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 22-ით გაიზარდა და 539 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5.247 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 532 პირი. ინფორმაციისთვის, 539 ადამიანიდან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კატეგორია: საზოგადოება
ფაუჩი – “რემდესივირს კოვიდ 19-ის ბლოკირება შეუძლია”
კომპანია Gilead Sciences-ის პრეპარატ „რემდესივირზე“ ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ის კორონავირუსის სიმპტომებს 15-დან 11 დღემდე ამცირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტების 31 პროცენტით უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებას უწობს ხელს, – ამის შესახებ ონფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამ შედეგს აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ, „ძალიან მნიშვნელოვანი” უწოდა. „შედეგებმა აჩვენა, რომ „რემდესივირს“ […]
დღეს დედამიწას ასტეროიდმა ჩაუარა
დღეს დედამიწას ასტეროიდმა ჩაუარა. თითქმის 1.5 – კილომეტრიანი ასტეროიდი, სახელწოდებით 52 78 6, 1998 წელს აღმოაჩინეს. ასტეროიდმა დედამიწას 6 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუფრინა. NASA-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტს სააგენტო თითქმის 20 წელია, აკვირდება. მეცნიერები განცხადებით, 2078 წლისთვის, აღნიშნული ასტეროიდის ჩავლის მანძილი, წლევანდელთან შედარებით, დაახლოებით 3.5-ჯერ შემცირდება.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, 17:18 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ქედასთან 6კმ-ში, სოფელი ქოქოლეთიდან 2 კმ-ში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,9 მაგნიტუდა შეადგინა.
საქართველოში კოვიდ 19-ის შემთხვევები 517-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ექვსით გაიზარდა და 517 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5 153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549 პირი. ინფორმაციისთვის, 517 ადამიანიდან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ლადო ნარსია – მეუფე იობის ეპარქიაში კანონიერი ქურდები მღვდლები ხდებიან
ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის მომხდარიდაპირისპირება ახალ მასშტაბებს იძენს. ურბნისისა და რუსისმიტროპოლიტის, მეუფე იობის ეპარქიაში კანონიერი ქურდებიმღვდლები ხდებიან. სამართალდამცველები დუმან. თეოლოგი კი,“2020NEWS“-თან ახალ საეჭვო სახელსა და გვარს ასახელებს. როგორც თეოლოგი ლადო ნარსია სააგენტოსთან აცხადებს, რომ სასულიერო პირი თეიმურაზ ბერიშვილი, რომელიც ახლა პატრიარქის გვერდით დგას, წარსულში იარაღებისადმი სიყვარულითა და კრიმინალური ცხოვრებით გამოირჩეოდა. “ხელისუფლებამ იცის, ამა თუ […]
ეკატერინე ტიკარაძე – “პიკი არ გვქონია, რადგან ვირუსის გავრცელება ვმართეთ”
საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, ჩვენ მივაღწიეთ ერთობლივი ღონისძიებებით იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა სამომავლოდ არ გაიზრდება. „საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია. ჩვენ მივაღწიეთ ერთობლივი ღონისძიებებით იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება და გვაქვს ის პლატო, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, თუმცა […]
საქართველოში კოვიდ 19-ის შემთხვევები 511-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 511 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 15-ით არის გაზრდილი. კარანტინის რეჟიმშია 5.107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534 პირი. ინფორმაციისთვის, 511 ადამიანიდან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია […]
კალაძე – “თბილისში ელექტროსკუტერები გამოჩნდა, მადლობა თემურ უგულავას” – ვიდეო
თბილისში ელექტროსკუტერები გამოჩნდა და მალე ქალაქის მცხოვრებლებს მათი მეშვეობით გადაადგილება შეეძლებათ. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ ქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, თავდაპირველად ქალაქში 1.000 სკუტერი იქნება, რომლებიც ამერიკულმა კომპანია ბერდმა შემოიტანა აჭარა ჯგუფის დახმარებით, რისთვისაც კალაძემ თემურ უგულავას მადლობა გადაუხადა. ელექტროსკუტერის ჩართვა ეღირება 1 ლარი, 1 წუთი – 35 თეთრი.
საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით ახალი ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს
27 აპრილი, 2020- საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. პიროვნული და პროფესიული განვითარების პლატფორმა „კაიკონას“ ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სასკოლო განათლებაში ტექნოლოგიური დამხმარე საშუალებების შექმნის მიზნით ჰაკათონი გაიმართება. ჰაკათონის მიზანია სკოლის მოსწავლეებისთვის (მეშვიდედან – მეთორმეტე კლასის ჩათვლით) სწავლების პროცესი უფრო საინტერესო, მარტივი და ადვილად აღსაქმელი გახდეს. არსებულმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, […]







