27 აპრილი, 2020- ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი უკვე ცნობილია და ის ხატია არველაძეა. გამარჯვებული ბერლინის Miami Ad School EU-ში საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2 წლიან პორტფოლიო პროგრამაზე ისწავლის. გამარჯვებული 5 კაციანმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe – ის წარმომადგენელი, ასევე მერი გიორგობიანი – არტ დირექტორი (2014-2016 MASE), აკო […]
კატეგორია: საზოგადოება
საქართველოში კოვიდ 19-ის შემთხვევები 496-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 496-მდე გაიზარდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. გასული ღამის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 485 იყო. მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა 149 პაციენტი. ვირუსს საქართველოში 6 ადამიანი ემსხვერპლა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის – 5 ათასამდე ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 571.
ნიუ-იორკში 80 წლის ქართველი მამაკაცი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა
აშშ-ში ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია. „ნიუ- იორკში საქართველოს მოქალაქე, 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. იგი კოვიდ 19-ით დიაგნოზით ნიუ- იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა და დიაბეტი აწუხებდა. ნიუ- იორკში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“,- აცხადებენ უწყებაში.
საქართველოში კოვიდ 19-გან 149 ადამიანი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსისგან 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 485-ს შეადგენს. ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 4 833 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირი.
დღეს კვირაცხოვლობაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. საეკლესიო სწავლებით, კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე უფლის აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც, მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და თავისი ჭრილობები […]
მეუფე იოანე გამრეკელი – “ზიარების კოვზით არავინ დაინფიცირებულა”
ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, პრემიერი რატომ ამბობს, თვითონ იცის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ ზიარების კოვზით არავინ დაინფიცირებულა, – ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა განაცხადა. მისი თქმით, ადამიანს იმაზე მეტ სიმძიმეს არ დაადებს უფალი, რისი ტვირთვაც შეუძლია. მეუფე იოანე აცხადებს, რომ შიშით იმუნური სისტემა ქვეითდება, სიხარულით კი ძლიერდება. “განსაცდელია ჩვენი ცხოვრება, განსაცდელს ხან […]
საქართველოში კოვიდ 19-ის შემთხვევები 485-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4.928 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი. ინფორმაციისთვის, 485 ადამიანიდან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
საქართველოში კოვიდ 19-ით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა – 83 წლის მამაკაცს ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა
საქართველოში კორონავირუსით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილი 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით. „სამწუხაროდ, ბატონი, რომელიც იყო ტერმინალურ მდგომარეობაში დღეს დაუფიქსირდა სიკვდილი. ასაკით გახლდათ 83 წლის, ქრონიკული პათოლოგიებით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის შედეგად, ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. მიუხედავად […]
ბათუმში კოვიდ 19-ის პაციენტები ოზონოთერაპიით განკურნეს
გვყავდა პაციენტები, რომლებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებსაც არ გადაედოთ კორონავირუსი, ცოტა რთულად არის გასაგები ეს თავისებურება; დაუდგენელია კონკრეტული მიზეზები, თუ რატომ ავადდება ზოგიერთი ადამიანი და ზოგი კი, არა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა-ინფექციონისტმა, რევაზ მეჭურჭლიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, „კოვიდ-19“-ის გრძელვადიან გართულებებზეც ძნელია საუბარი, რადგანაც მხოლოდ ოთხი თვეა, რაც პანდემია დაიწყო. რაც […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უმსხვილეს ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups -ზე რეგისტრაცია დაიწყო
25 აპრილი, 2020- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორმა- 500 Startups-მა აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. დღეიდან 25 მაისამდე დაინტერესებულ სტარტაპებს აქვთ შესაძლებლობა, შეავსონ განაცხადი და გახდნენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქსელერაციის პროგრამის ნაწილი. ამისთვის კი საჭიროა მათ გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://ecosystems.500.co/500georgia აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა სტარტაპებს მისცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან […]








