საქართველოში კოვიდ 19-გან 93 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კოვიდ 19-გან 93 ადამიანი განიკურნასაქართველოში კორონავირუსისგან უკვე 93 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5.094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 547 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 92 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იპნ