რესპუბლიკური საავადმყოფო: კოვიდ 19-ით ინფიცირებული 36 პაციენტიდან 2 მძიმედაა

რესპუბლიკური საავადმყოფო: კოვიდ 19-ით ინფიცირებული 36 პაციენტიდან 2 მძიმედააორის მდგომარეობა საყურადღებოდ დამძიმებულია, მათ ორმხრივი პნევმონია აღენიშნებათ.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებული 52 პაციენტიდან კორონავირუსით ინფიცირებულია 36. ისინი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ექიმების განცხადებით, ინფიცირებულთაგან ორის მდგომარეობა საყურადღებოდ დამძიმებულია, მათ ორმხრივი პნევმონია აღენიშნებათ.