საკარანტინო წესების დარღვევაზე მოქალაქეებს, შესაძლოა, სანქცია დაეკისროთ. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის ლიდერს აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის დამუშავება სთხოვა. თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი ამ ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს. „მინდა, უმრავლესობის ლიდერს ვთხოვო, რომ დაამუშავოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას, იქნება […]
კატეგორია: საზოგადოება
“საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს”
“დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე “2020NEWS”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კომპანია “გილიარდისგან“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, თუმცა ჩვენი ქვეყანა ეპიდემიას მომზადებული ხვდება. ამასთან, როგორც იმნაძემ სააგენტოსთან განაცხადა, საქართველოში უკვე მოქმედებს საგანგებო მდგომარების პირობებში […]
საქართველოში კორონავირუსის 34-ე შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. „ამ დროისთვის ჩვენთან კვლავ 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 14-თან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, ერთის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ჩვენთან ამ დროისთვის წევს დადასტურებული 29 შემთხვევა. გუშინ ერთი გაეწერა. შემოსული ახალი პაციენტის […]
ამერიკელ ჯენიფერ ჰალერს კორონავირუსის პირველი ვაქცინა გაუკეთეს – დიდი ექსპერიმენტი დაიწყო – ვიდეო
გუშინ შეერთებულ შტატებში დაიწყო კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდა. სიეტლში მდებარე ვაშინგტონის კვლევით ინსტიტუტში პირველ მოხალისეს, ჯენიფერ ჰალერს, პატარა კომპანიის მენეჯერს სიეტლიდან, შეუშხაპუნეს კორონავირუსის პირველი ვაქცინა, რომლის კოდური სახელწოდებაა mRNA-1273. “ჩვენ ყველანი ძალიან უმწეოდ ვგრძობთ თავს. ეს ჩემთვის რაიმეს გაკეთების საოცარი შესაძლებლობაა”, – თქვა 43 წლის ჰალერმა. ჯენიფერი 2 შვილის დედაა. ბავშვები მას ყოველმხრივ უჭერენ მხარს. […]
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი – შეამოწმეთ, შეამოწმეთ, შეამოწმეთ ყველა საეჭვო შემთხვევა!
ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ზოგიერთ ქვეყანას აკრიტიკებს, რომ საკმარისს არ აკეთებენ კორონავირუსის შემთხვევების აღმოჩენისა და მისი გავრცელების შესაჩერებლად. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო კვირებში კორონავირუსის შემთხვევები სწრაფად გაიზარდა, თუმცა არ მოხდა ინფიცირებულების საკმარისად სწრაფად შემოწმება, იზოლირება და კონტაქტში მყოფების გამოვლენა, რაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მთავარია. „ყველა ქვეყანამ ყოვლისმომცველი მიდგომები უნდა […]
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი კლინიკიდან გაწერეს – 1 კვირა ის თვითიზოლაციაში იქნება
კორონავირუსით ინფიცირებულმა პირველმა პაციენტმა, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა, თბილისის ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა. კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტი, ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება. შეგახსენებთ, რომ 55 წლის მამაკაცს, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა და რომელიც პირველია, ვისაც ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა და სრულად გამოჯანმრთელდა, ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. შესაბამისად, ის კორონავირუსის მატარებელი აღარაა. […]
საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასაც ემხრობა და სხვა სახის შეღავათის მიცემასაც
საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის როგორც შეწყალებას, ისე მისთვის „სხვა სახით შეღავათის მიცემას“ ემხრობა. დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ავრცელებს. „გავრცელებული ინფორმაციით, ა.წ. 17 მარტს უნდა შედგეს სასამართლო პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების საფუძველზე, საქართველოს […]
ჩეხეთის და სლოვაკეთის მოქალაქეებს, რომლებიც გუდაურში მოგზაურობდნენ, კორონავირუსი მათ ქვეყნებში დაუდასტურდათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის, ანა კასრაძის ინფორმაციით, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს, რომლებიც გუდაურში მოგზაურობდნენ, კორონავირუსი საქართველოს დატოვების შემდეგ, მათ ქვეყნებში დაუდასტურდათ. როგორც კასრაძე სოციალურ ქსელში წერს, ტურისტებმა ეს ინფორმაცია მიაწოდეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ, მათ ნაწილს კი თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა. „ჩეხეთში COVID-19 […]
მარინა ეზუგბაია – „დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან”
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება. „დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან. ეს არ არის სწორი ინფორმაცია იმიტომ, რომ ყველა დადასტურებული შემთხვევა მოდის ჩვენს ცენტრში. 28 პაციენტი არის ჩვენთან და 5 პაციენტი არის სხვა კლინიკებში, მათ შორის ჩეხეთის მოქალაქე არცერთი არ […]
მარინა ეზუგბაია – საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ავრცელებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ეზუგბაიამ განაცხადა, რომ მეორე პაციენტს, რომელსაც პირველ ტესტზე უარყოფითი პასუხი დაუდგინდა ხელახალ ტესტს დღეს ისევ ჩაუტარებენ. „პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი. მეორე პაციენტი, რომელთანაც პირველ ჯერზე მიღებული იყო უარყოფითი, […]









