კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი კლინიკიდან გაწერეს – 1 კვირა ის თვითიზოლაციაში იქნება

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი კლინიკიდან გაწერეს - 1 კვირა ის თვითიზოლაციაში იქნებაკორონავირუსით ინფიცირებულმა პირველმა პაციენტმა, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა, თბილისის ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა.

კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტი, ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ 55 წლის მამაკაცს, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა და რომელიც პირველია, ვისაც ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა და სრულად გამოჯანმრთელდა, ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. შესაბამისად, ის კორონავირუსის მატარებელი აღარაა.

იპნ