მარინა ეზუგბაია – საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა

მარინა ეზუგბაია - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი საბოლოოდ გამოჯანმრთელდაახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ავრცელებს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ეზუგბაიამ განაცხადა, რომ მეორე პაციენტს, რომელსაც პირველ ტესტზე უარყოფითი პასუხი დაუდგინდა ხელახალ ტესტს დღეს ისევ ჩაუტარებენ.

„პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი. მეორე პაციენტი, რომელთანაც პირველ ჯერზე მიღებული იყო უარყოფითი, დღეს ჩატარდება მასთანაც ტესტირება და ალბათ, დღის ბოლოსკენ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერვაძე მოგახსენებთ ჩატარებული ტესტირების პასუხს. ვიმედოვნებთ, რომ იქაც, ალბათ, პასუხი უარყოფითი იქნება და ეს იქნება ჩვენი მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ნიუპოსტი