ამერიკელ ჯენიფერ ჰალერს კორონავირუსის პირველი ვაქცინა გაუკეთეს – დიდი ექსპერიმენტი დაიწყო – ვიდეო

ამერიკელ ჯენიფერ ჰალერს კორონავირუსის პირველი ვაქცინა გაუკეთეს - დიდი ექსპერიმენტი დაიწყო - ვიდეოგუშინ შეერთებულ შტატებში დაიწყო კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდა.

სიეტლში მდებარე ვაშინგტონის კვლევით ინსტიტუტში პირველ მოხალისეს, ჯენიფერ ჰალერს, პატარა კომპანიის მენეჯერს სიეტლიდან, შეუშხაპუნეს კორონავირუსის პირველი ვაქცინა, რომლის კოდური სახელწოდებაა mRNA-1273.

“ჩვენ ყველანი ძალიან უმწეოდ ვგრძობთ თავს. ეს ჩემთვის რაიმეს გაკეთების საოცარი შესაძლებლობაა”, – თქვა 43 წლის ჰალერმა.

ჯენიფერი 2 შვილის დედაა. ბავშვები მას ყოველმხრივ უჭერენ მხარს.

ინექციის გაკეთების შემდეგ ჯენიფერმა ოთახი ღიმილით დატოვა.

“თავს მშვენივრად ვგრძნობ”, – თქვა მან.

ამით დაიწყო კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდა, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ვაქცინა 12-18 თვის შემდეგ იქნება მზად.

ვაქცინის სხვადასხვა დოზას კიდევ 44 მოხალისეს გაუკეთებენ.