სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2022 წლის 26 სექტემბრით დათარიღებული ოფიციალური წერილით საქართველოში, საქართველოს საპატრიარქოში გამოიძახა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი. პატრიარქმა მეუფე ზენონი საქართველოში გამოიძახა საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ქართულ სამრევლოები უკანასკნელ ხანებში წამოჭრილი დაძაბული პროცესების გამო. ამჟამად მთავარეპისკოპოსი ზენონი იმყოფება დიდ ბრიტანეთში. „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“
კატეგორია: საზოგადოება
დღეს ჯვართამაღლებაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა შესრულდება. ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. იგი ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 27 სექტემბერს. გადმოცემის მიხედვით, ჯვართამაღლების დღესასწაული მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. საეკლესიო გადმოცემით, 326 წელს წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც 300 […]
გამოცდაზე 10.846 პედაგოგიდან 8.206 ჩაიჭრა
2022 წელს 10.846 მასწავლებელი გავიდა პროფესიული უნარების გამოცდაზე, რომელიც წელს პირველად ჩატარდა უფროსი და წამყვანი პედაგოგებისთვის. დაწესებული ბარიერი კი მათგან მხოლოდ 2.640-მა გადალახა. etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ უფროსი/წამყვანი პედაგოგებისთვის ჩატარებულ გამოცდაზე ჯამში 12.628 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, აქედან უფროსის სტატუსის 9.315 პედაგოგი იყო, ხოლო 3.313 წამყვანის სტატუსის. რეგისტრირებული უფროსი პედაგოგებიდან გამოცდაზე […]
თბილისის რომელ უბანს გაეთიშება 24 სექტემბერს შუქი
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 25 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს. მათი ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის (ნაწილობრივ) და ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას. კრწანისის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეივნის დასახლების მოსახლეობას. დიდუბის […]
რატომ არის აკრძალული 24 სექტემბერს პომადის წასმა
24 სექტემბერს ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის ხსენების დღეა. თეოდორა და მისი ქმარი ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ ზენონის (475-491) დროს. მათ ოჯახში სიმშვიდე და სიყვარული სუფევდა, მაგრამ ეშმაკის მანქანებით წმინდა თეოდორა საშინელ ცოდვაში ჩავარდა. ჭაბუკმა, რომელსაც ძალიან მოსწონდა თეოდორა, ერთი ცრუ და მლიქვნელი დედაკაცის დახმარებით შეძლო მისი ცდუნება. თეოდორამ უღალატა მეუღლეს და როცა „განსრულდა ცოდვაჲ იგი“, მხოლოდ მაშინ […]
მსახიობი ბერდია ინწკირველი გარდაიცვალა
დღეს ბათუმელი მსახიობი ბერდია ინწკირველი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს. ინწკირველი დაიბადა 1936 წლის 7 დეკემბერს. 1963 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე 1963 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია. ბერდია ინწკირველი გადაღებულია არაერთ მხატვრულ ფილმში.
ქუთაისში ცნობილი ექიმი გარდაიცვალა
ქუთაისელი ექიმი ეკა რობაქიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნაზარიშვილის სახელობის კლინიკა ავრცელებს. ,,შპს ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეკა რობაქიძის გარდაცვალების გამო. ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ გამორჩეული ადამიანი, ექიმი და მოქალაქე დაკარგა… ძნელია საუბარი დღეს ეკაზე, როგორც ამ ქვეყნიდან უკვე წასულ ადამიანზე… ის იყო ღირსეული, პროფესიონალი, ოჯახზე უზომოდ შეყვარებული, მეგობრებისთვის […]
თეა წულუკიანი – „გახარიას ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოში სპორტის სასახლე… წამოვედი, ავწიე თავი და ვხედავ, ბაბუაჩემის საფლავთან ვარ”
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: „ჰკითხეთ გახარიას რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე. გეთანხმებით, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო. როგორც წესი ტელეფონში მაქვს ხოლმე თავი ჩარგული, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ. გადმოვედი შუაღამისას, გავაოცე დაცვაც, მძღოლიც. ტრაგიკომედიაა. ეს ასეა, […]
„გადავწყვიტე, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ეს კბილი ერთი ღამით დამეტოვებინა ჩემს საველე ზურგჩანთაში“ – ნიკა ვანიშვილი „ადამის კბილზე”
კულტურის სამინისტროს მიერ გადამალული კბილი სავარაუდოდ პროკურატურაში ინახება. საქმეზე დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება. წულუკიანის უწყების გენინსპექციამ მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ერთ-ერთი მეცნიერის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო და ამტკიცებს, რომ შენახვის ადგილი და პირობები ეროვნულ მუზეუმთან შეთანხმებული არ ყოფილა. თავად პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი ამბობს, რომ კბილი განსაკუთრებით დაცულ გარემოში უნდა განთავსებულიყო, სეიფის გადატანა ვერ მოახერხა და გადაწყვიტა, ერთი […]
„მე ქვეყნიდან მივდივარ”- „საბას” გამარჯვებული თემო რეხვიაშვილი
საქართველოდან მწერლებიც მიდიან – ქვეყანას, ლიტერატურული პრემია „საბას” გამარჯვებული თემო რეხვიაშვილი ტოვებს. ჯილდოს მიღების შემდეგ, მწერალმა ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ვითარებაზე ისაუბრა. პრემია კი როგორც თავად ამბობს, ემიგრანტ დედებსა და უმუშევარ მამებს მიუძღვნა. თემო რეხვიაშვილმა ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა წიგნით – კურიერის ამბები. გუშინ ვფიქრობდი, თუ მე ავიღე ეს ჯილდო, რა ვთქვა-მეთქი და პატარა დავწერე […]