მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა სუნამო სახელწოდებით „დამწვარი თმა“ გამოუშვა. სუნამოს ღირებულება 100$-ია. მასკის თქმით, რამდენიმე საათში 10.000 ფლაკონი გაიყიდა და მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
კატეგორია: საზოგადოება
თინა ბოკუჩავას ტყუპი ვაჟი შეეძინა
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, თინა ბოკუჩავას ტყუპი შეეძინა. ვაჟებთან ერთად გადაღებულ ფოტოს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც ბოკუჩავას სტატუსიდან ირკვევა, მან ახალშობილებს ლუკა და სანდრო დაარქვა. „ასე გახდა ჩემი ნიკული უფროსი ძმა. კეთილი იყოს თქვენი დედამიწაზე მობრძანება ლუკა & სანდრო “, – წერს ბოკუჩავა.
ნანა ლორთქიფანიძემ პირდაპირ ეთერში გონება დაკარგა
მაკა ჩიჩუა – „აღარაფერი დაგვრჩა, მთელი ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაში ვართ…“
ყოფილი პირველი ლედი იმ რთულ პირობებზე საუბრობს, რომელშიც მას უწევს ცხოვრება. მაკა ჩიჩუა არ მალავს, რომ ბოლო პერიოდში მათთვის მართლაც გაჭირდა ცხოვრება: „უმძიმეს მდგომარეობაში ვართ მთელი ოჯახი. მე ბავშვების გამო ყოველთვის სახლში ვარ და თან, დედაქალაქს მოწყვეტილი. ცხრა საათზე ბავშვები წვებიან და მე ვდარაჯობ, რომ რომელიმემ არ გაიღვიძოს ალაგს, სადაც მე ვცხოვრობ, ქალაქი კი ჰქვია, მაგრამ […]
„პირადად იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის დავალებაა ჩემი გათავისუფლება“ – ვარლამ გოლეთიანი
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელი, ვარლამ გოლეთიანი ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სკოლიდან გაათავისუფლეს. გოლეთიანი ამ სკოლაში გალობის ისტორიის მასწავლებლად 2020 წლის სექტემბრიდან მუშაობდა. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად, ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ვაჟა ჯუღელი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას უთითებს. სკოლაში აღნიშნული პოზიცია არ გაუუქმებიათ და ამჟამად ვაკანტურია. ვარლამ […]
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების პრონოზს აქვეყნებს. „9 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 11 ოქტომბრის შუადღემდე დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 ოქტომბრის შუადღემდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან […]
შალვა ხაჭაპურიძე – „კობიმ მოითხოვა, ცუდი შედეგი რომ არ დადგეს, დღესაც უნდა შევხდე პაციენტსო“
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ვითარებაა საგანგაშოა – ეს განცხადება, რამდენიმე წუთის წინ, ექს პრეზიდენტის პალატიდან გამოსულმა შავლა ხაჭაპურიძემ გააკეთა. ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი ამ დრომდე ვერ გადაადგილდება, ვერ იღებს საკვებს და მედიკამენტებს. ადვოკატი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ორშაბათს ჩანიშნული ვიზიტი დღეს შედგეს და „ვივა მედში“ ნობელიანტი ექიმი რამდენიმე საათში მივიდეს. “ვერ გადაადგილდება, საკვებს […]
გიორგი ფხაკაძე – „ფაქტიურად, საქართველოს ჯანდაუცველობა გვაქვს”
გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს: „საქართველოს ჯანდაცვაში იმდენი პრობლემაა, ფაქტიურად, საქართველოს ჯანდაუცველობა გვაქვს. საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების უდიდესი უმრავლესობა კერძო სექტორს ეკუთვნის. წინა მთავრობამ თქვა, ყველაფერი კერძო იყოს და ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებსო – შეცდნენ. ბაზარი ყველაფერს არ არეგულირებს, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სფეროში. ჯანდაცვის სფეროში მივიღეთ სიტუაცია, რომ საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ქვეყნის ჯანდაცვის 90%, მაგრამ ამ […]
დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე Pos TV-ის 52 პროცენტს ყიდულობს
უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ტელეკომპანია “პოს ტვ”-ის 52 პროცენტს ყიდულობს. ამის შესახებ დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომლის თანაგუნდელიც გახდა ვიქტორ ჯაფარიძე. „საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელზეც მინიშნებებით გასული კვირების განმავლობაში აქტიურად ვსაუბრობდით. ჩვენი მოძრაობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელეკომპანია “პოს ტვ”-ის 52 პროცენტი. აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელი საზოგადოებამდე უფრო ფართოდ […]
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლიკა ჭუმბურიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ,,პრაიმტაიმს” კლინიკის პრესსამსახურმა დაუდასტურა. კლინიკაში ჭუმბურიძის პოსტიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობენ. საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობას კლინიკური დირექტორი, ვლადიმერ პაპავა ასრულებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორად ლიკა ჭუმბურიძე მიმდინარე წლის 3 მაისს დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე ლევან გოფოძე შეცვალა.










