როდის გამოიდარებს საქართველოში? 

როდის გამოიდარებს საქართველოში? ქვეყანაში არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება. როგორც გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ნავარაუდევია თოვლ-ჭყაპიც.

ქვეყნის მასშტაბით, იქროლებს ზომიერი ქარი. დროგამოშვებით ღრუბლიანობა და წვიმაა ნავარაუდევი დედაქალაქშიც.

არამდგრადი ამინდი ქვეყანაში, სავარაუდოდ, მომდევნო 3 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

„როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლებელია, ზოგან, თოვლ-ჭყაპიც იყოს. როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დაბლობში, ტემპერატურა 18-23 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 12-17 გრადუსის ფარგლებში იქნება. თბილისში, დროგამოშვებით, ღრუბლიანობა მოიმატებს, იწვიმებს, დღის განმავლობაში, ჰაერი გათბება 17 გრადუსამდე. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მომდევნო დღეები კვლავ არამდგრადია. წვიმა კვლავ შენარჩუნდება“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების მთავარი სინოპტიკოსი ნონა ელისაშვილი.